ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ანისტონი ჩაცმის გემოვნებიანი სტილით გამოირჩევა. მას სამოსის მარტივი კომბინაციებით უნიკალური ვიზუალის შექმნა შეუძლია. ვნახოთ მსახიობის სტილის 9 მთავარი წესი.
1. შავი, მოკლე კაბის ძალა - მსახიობმა იცის ამ კაბის მომხიბვლელობის ძალა და ასეთი კაბა 49 წლის ჯენის საყვარელი სამოსია.
2. მსახიობი არასოდეს უშინდება რომ ზოგჯერ სხეულის შიშველი ნაწილები გამოაჩინოს - ჯენიფერ ანისტონის ყოველდღიური ჩაცმის სტილი ჩვეულებრივი და მარტივია, მაგრამ როცა საქმე ეხება პომპეზურ წვეულებებს, მას ყოველთვის აცვია შესაბამისად და გამორჩეულად. ხშირად ის ირჩევს სამოსს, რომელშიც გარკვეული დოზით სხეული უჩანს.
3. ჯენიფერის საყვარელი სამოსია ასევე შავი კომბინიზონი. გარდა იმისა, რომ ასეთი სამოსი ძალიან ლამაზია, ამავდროულად მოსახერხებელი და კომფორტულია.
4. მსახიობს უყვარს ტყავის სამოსი - ჯენიფერმა იცის, რომ ასეთი სამოსი მას კიდევ უფრო მეტ სექსუალურობას სძენს.
5. ჯინსის შარვალი და კლასიკური პერანგი - ჯენიფერი ამ სტილის სამოსში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და მსგავსი სამოსით ის ხშირად ჩნდება.
6. ჯინსები - სამოსი, რომელიც მსახიობს ყველაზე მეტად უყვარს, ეს ჯინსის სამოსია და წლებია ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური და მომხიბვლელი ვიზუალისთვის ჯინსის სამოსი ყველაზე მნიშვნელოვანია.
7. გრძელი ჟაკეტი, პალტო - ჯენიმ იცის, რომ მსგავსი სამოსი ვიზუალს ელეგანტურობას ჰმატებს.
8. მსახიობს ხშირად შენიშნავთ თეთრ კედებში.
9. მუხლამდე პალტო მსახიობის საყვარელი სამოსია.
თემები: სტილი, ტრენდი, ელეგანტურობა, ქალები, რჩევები, ჯენიფერ ენისტონი
<a href="https://www.popsugar.com/">https://www.popsugar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია