LIFE

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ცაცია? - მეცნიერული განმარტება

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ცაცია? - მეცნიერული განმარტება

ის, რომ ზოგიერთი ადამიანი მარცხენა ხელით წერს და რომ საქმის გაკეთება მათთვის მარცხენა ხელით უფრო მოსახერხებელია, დღეს აღარავის გვიკვირს, მაგრამ იყო დრო, როცა ეს საკვირველ მოვლენად ითვლებოდა და უფრო მეტიც, ადამიანებს ცაციების ეშინოდათ კიდეც.

წლების განმავლობაში ცაციები სხვების გაკვირვების ობიექტები იყვნენ. შესაძლოა, ახლა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი ასეთებს ეშმაკადაც კი თვლიდა. დედები დიდი მონდომებით ცდილობდნენ, რომ ცაცია შვილისთვის მარჯვენა ხელით წერა ესწავლებინათ, რადგანაც ამას არანორმლაურ მოვლენად მიიჩნევდნენ.

რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე, რატომ არის ადამიანი ცაცია?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სხვადასხვა თეორიებით ცდილობდნენ და მათ შორის ზოგიერთი თეორია ძალიან უცნაურიც იყო. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ყოველივე ორსულობის დროს დედის მიერ გადატანილი დიდი სტრესის გამო ხდებოდა.

1980 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ცაცია იქნება თუ არა ადამიანი, ეს მის დაბადებამდე განისაზღვრება და ყოველივე ყალიბდება ორსულობის მერვედანდა მეცამეტე კვირამდე როცა მუცლად მყოფი ნაყოფი თითის წუწნას იწყებს.

საინტერესო ის არის, რომ ამავე კვლევის მიხედვით, მეცნიერები ყოველივეს ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნაწილის მუშაობის ხარისხს უკავშირებდნენ, რაც ვერ იქნებოდა სიმართლე, რადგანაც მუცლად მყოფი 13 კვირის ნაყოფის ტვინი არ არის ისე განვითარებული, რომ მან სხეულის კონტროლი შეძლოს.

რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ცაცია? - მეცნიერული განმარტება

კვლევა, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თეორია მცდარია და სულ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

სებასტიან ოკლენბურგის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანი ცაცია იქნება თუ არა დამოკიდებულია ზურგის ტვინზე.

კვლევის თანახმად, მაშინ, როცა ნაყოფი 15 კვირის არის, უკვე განსაზღვრულია ის ცაცია იქნება თუ არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაყოფი იწყებს მოძრაობას და ხელის გამოყენებას, მანამდე სანამ ტვინი განვითარდება და სხეულის კონტროლს შეძლებს.

კვლევამ აჩვენა რომ მუცლად მყოფი ნაყოფის მოძრაობას განსაზღვრავს ზურგის ტვინი. მეცნიერების მტკიცებით, როცა ზურგის ტვინი არის ასიმეტრიული ხასიათის, ამ შემთხვევაში, ადამიანი არის ცაცია.

მეცნიერების განმარტებით, ეს შესაძლოა იყოს გენეტიკური და ასევე ბავშვის ზრდის პროცესში გარემომ მოახდინოს გავლენა ზურგის ტვინის განვითარებაზე და ჩამოყალიბდეს ისე,, რომ ბავშვი გახდეს ცაცია.

მკვლევარები ასევე მშობლების საყურადღებოდ ამბობენ, რომ არაფერია საშიში იმაში, თუ თქვენი შვილი მარცხენა ხელით დაწერს. პირიქით, უნდა მისცეთ მას ბუნებრივად განვითარების საშუალება და არ უნდა აიძულოთ, რომ ყველაფერი მარჯვენა ხელით გააკეთოს.



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>