1. მოემზადეთ ყველაზე უარესისთვის

არსებობს პროფესიონალური ტექნიკა პირად ცხოვრებაში ან სამსახურში ზედმეტი აღელვების მოსაშორებლად, რომელიც შედგება 3 ნაბიჯისგან:

· შეეკითხეთ საკუთარ თავს: „რა არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება მოხდეს?“

· შეეგუეთ იმას, რომ ეს შესაძლებელია.

· მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება უარესი შედეგის ალბათობის მინიმალიზირება.

2. ფაქტებთან გქონდეთ ობიექტური დამოკიდებულება

კარნეგი გვთავაზობს სიტუაციის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულებისგან მოშორების ორ გზას:

· წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, სხვა ადამიანს ეხება, და დაფიქრდით, რას ურჩევდით მას. ემოციები გვართმევენ რაციონალურობასა და ლოგიკას, ამიტომაც თითქოს უმნიშვნელო პრობლემა გვაიძულებს რომ ძალიან ვინერვიულოთ.

· ან წარმოიდგინეთ, რომ პროკურორი ხართ, რომელიც გამოიყენებს არსებულ ფაქტებს თქვენს წინააღმდეგ. ასე უფრო კარგად გაიგებთ სიტუაციის პლუსებსა და მინუსებს და ისევ შეხედავთ მას სხვა კუთხით.

3. ყოველთვის მოძებნეთ პრობლემიდან პოტენციური გამოსავალი

როცა აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში, დაუსვით საკუთარ თავს 4 კითხვა :

· რაში მდგომარეობს პრობლემა

· როგორია მისი მიზეზები

· რა ვარიანტები არსებობს მის გადასაჭრელად

· მათგან რომელს თვლით უფრო სწორედ

4. გახსოვდეთ სტატისტიკის შესახებ

იფიქრეთ იმის შესახებ, როგორია სინამდვილეში იმის ალბათობა, რომ თქვენი ნაკაწრი იქცევა იშვიათ და განუკურნებელ დაავადებად? დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში სტატისტიკა იტყვის: უმცირესი. მაშინ რატომ განიცდით იმის გამო, რაც არ მოხდება?

5. დაუწესეთ საკუთარ თავს ლიმიტი

ეს სტრატეგია გამოიყენება საფონდო ბირჟაზე. თითოეული მოთამაშე აწესებს თავისთვის მინიმალურ ნიშნულს, რომლის შემდეგაც ის არ მონაწილეობს გაყიდვებში, რათა არ გარისკოს თანხით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წესი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, თუ გეშინიათ, რომ არ გეყოფად ფული ხელფასამდე, დააწესეთ ნიშნული, რომლის შემდეგაც თავს შეიკავებთ ხარჯებისგან.