LIFE

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

ბევრი ქალი მარტოხელაა მიუხედავად იმისა, რომ სურს ჰყავდეს საყვარელი ადამიანი. ისინი ვერ ახერხებენ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას.

ფსიქოლოგები გამოყოფენ 5 ძირთად მიზეზს, რომელთა გამოც ქალი სასურველ მამაკაცს ვერ ხიბლავს.

1. ყველაფრის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება - თუ ქალი ავლენს სიძულვილს, ნეგატივს ყველაფრის მიმართ, ნეგატივს გამოხატავს ღიად, ასეთი ქალებით არ იხიბლებიან მამაკაცები. ზოგადად, ადამიანებინეგატიურ ენერგიას გაურბიან. არავის სურს გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც მხოლოდ უარყოფითზეა კონცენტრირებული და ცხოვრებაში კარგი რაღაცების შემჩნევა არ შეუძლია. 

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

2. ჭკვიან მამაკაცს, რომელიც ქალების უმეტესობისთვის სასურველია, სურს, გვერდით ჰყავდეს წარმატებული და მიზანდასახული ქალი - წარმატებულკაცს სურს გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, თვითგანვითარებისკენ ისწრაფვის, რომელიც მუდამ განვითარებაზეა ორიენტირებული და დასახული მიზნისკენ მიიწევს. თანამედროვე, ჭკვიან მამაკაცს არ მოსწონს ქალი, რომელიც წუწუნის გარდა არაფერს აკეთებს. 

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

3. ვირტუალური ცხოვრება - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქალსაც და მამაკაცსაც აღიზიანებს, როცა პარტნიორი დამოკიდებულია სოციალურ ქსელებზე. ვერ მოხიბლავთ მამაკაცს, თუ მის გვერდით ხართ და „ფეისბუქის“ სქროლვით ხართ დაკავებული, მას კი, ყურადღებას არ აქცევთ. 

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ მამაკაცთან ურთიერთობა, მაგრამ ისე იქცევით, რომ მას თქვენთან ყოფნის სურვილს უქრობთ.

4. ფლირტი - თუ ყველას ეპრანჭებით, საბოლოდ ვერ ახერხებთ ნამდვილი სიყვარულის პოვნას. გარდა ამისა, ფსიქოლოგების თქმით, მამკაცისთვის ნაკლებ მიმზიდველია ქალი, რომელსაც მის გარდა კიდევ რამდენიმესთან აქვს ფლირტი. 

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

5. ვერ მოხიბლავთ მამაკაცს თუ გამუდმებით მის გაკონტროლებას შეეცდებით - ისევე როგორც თქვენი ყოველდღიურობა, მისიც სავსეა სხვადასხვა საქმით. სამსახური, ვარჯიში, მეგობრები, ოჯახი. 

5 მწარე სიმართლე - რატომ ვერ ახერხებთ სასურველი მამაკაცის მოხიბვლას?

თქვენ თუ მუდმივად მის გაკონტროლებას ცდილობთ, მუდამ ურეკავთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს სწერთ, ასეთი ქმედებით თავს მოაბეზრებთ და უბრალოდ წავა თქვენგან. უნდა იპოვნოთ ოქროს შუალედი, ბალანსი. უნდა იყოთ ყურადღებიანია და არა ადამიანი, რომელიც მას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. 



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>