როგორ უნდა ჩაიცვათ შორტები ისე, რომ მომხიბვლელი, ტრენდული და სექსუალური ვიზუალი გქონდეთ? - ვნახოთ შორტების ჩაცმის 10 წესი 10 ვარსკვლავისგან:

1. ისეთივე კლასიკური, როგორც ოდრი ჰეპბერნია - თუ ფიქრობთ, რომ შორტებით მხოლოდ სპორტული ვიზუალი შეგიძლიათ შექმნათ, ცდებით. ჩაიცვით თეთრი კლასიკური შორტი, კლასიკურ ფეხსაცმელთან და პიჯაკთან ისე, როგორც ამას ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი აკეთებდა.

2. ბელა ჰადიდის მოტოციკლისტის შორტები - სუპერ მოდელი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება ე.წ. მოტოციკლისტის შორტებით. ამიტომაც, ასეთი სტილი უკვე ტრენდად იქცა. ამ სამოსს ბელა კლასიკურ პიჯაკთან იცვამს და კლასიკური ქალის ვიზუალს ქმნის.

3. ქლოეს ჯინსის შორტები, ფოჩებით - მსახიობი ყოველთვის მოდურად და მომხიბვლელად გამოიყურება. ის ძალიან მოკლე შორტთან გრძელ პიჯაკს იცვამს.

4. ქენდალ ჯენერის თეთრი შორტები - მოდელი ხშირად ჩნდება საზოგადოებაში სხვადასხვა სტილის, მაგრამ თეთრი შორტებით. ქენდალი მას თეთრ კედებს და ღია ფერებით გაფორმებულ პერანგთან იცვამს.

5. ბრიჯიტ ბარდოს ტანზემომდგარი შორტები - მსახიობს თანამედროვე, ძალიან მოკლე შორტებთან შედარებით, გრძელი და ტანზე კარგად მომდგარი შორტები ეცვა. ასეთ სამოსს ის გრძელ წინდებთან ერთად იცვამდა. მოდის კრიტიკოსების აზრით, მსგავსი კომბინაციით ვიზუალი უფრო სექსუალური ჩანს.

6. ჰაილი ბოლდუინის პიჟამა შორტები - ფერად ე.წ. პიჟამა შორტებს მოდელი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ფერად სამოსთან იცვამს. საბოლოო ჯამში კი, ამ კომბინაციით მომხიბვლელვიზუალს იღებს. შეგიძლიათ თავადაც სცადოთ.

7. ტყავის შორტები, კაროლინა კურკოვას საყვარელი სტილი - კაროლინა ტყავის შორტებს მამაკაცურ პერანგთან და კედებთან ერთად იცვამს. მიღებული შედეგი კი, უდავოდ მომხიბვლელია.

8. ეს კეიტ მოსის საფესტივალო სტილია - მოკლე შორტებს ის მაღალყელიან ჩექმასთან იცვამს და ამით ერთგვარად ველური დასავლეთის სტილს ქმნის.

9. კიმ კარდაშიანის გრძელი შორტები - კიმი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ტანზე მომდგარი გრძელი შორტებით იდეალურ კომბინაციას ქმნის და სექსუალურ ვიზუალს იღებს.

10. ოლივია პალერმოს შორტები ლეოპარდის პრინტით - ეს შორტი ერთნაირი წარმატებით შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ასევე კედებთან.

რომელია თქვენი ფავორიტი სტილი?