კამილა პარკერ ბოულსის ექსტრავაგანტული და ძვირფასი სამკაულების კოლექცია
- 09.06.2018
კორნუელის ჰერცოგინიას, კამილა პარკერ ბოულსს, ძალიან უყვარს ექსტრავაგანტული სამკაულები და მისი აქსესუარები ყოველთვის ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. მას ძალიან მოსწონს დიდი ზომის სამკაულები.
პრინც ჩარლზის მეორე ცოლის კოლექცია სავსეა ყელსაბამებით, ბროშებით, ძვირფასი გვირგვინებით, ბეჭდებითა და საყურეებით. ამ სამკაულს მას ძირითადად თავისი მეუღლე, პრინცი ჩარლზი ჩუქნის ხოლმე.
მისი სამკაულების კოლექციაში ასევე არის დედოფალ ელიზაბეტის მიერ ნაჩუქარი სამკაულებიც. დედოფლის მიერ ნაჩუქარ სამკაულებს კამილა ძირითადად სამეფო ღონისძიებებზე იკეთებს.
ვნახოთ რამდენიმე გამორჩეული აქსესუარი კამილას სამკაულების კოლექციიდან:
1. გვირგვინი - ეს არის ბრილიანტებით გაფორმებული თეთრი ოქროს გვირგვინი. კამილას ეს გვირგვინი 2005 წელს ეკეთა მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა სამეფო წვეულებაზე.
2. კვარცის ყელსაბამი - ეს ყელსაბამი მას დედოფალმა ელისაბედმა ჩარლზთან ქორწილის დღეს აჩუქა. ხოლო ელისაბედს ის დედამ აჩუქა. ასე ვთქვათ, ერთგვარად ის ისტორიული სამკაულია.
3. მარგალიტის ყელსაბამი - ყელსაბამები კამილას საყვარელი სამკაულია. მას ძალიან მოსწონს დიდი ზომის ყელსაბამები და ეს ერთ-ერთი ძვირფასი ყელსაბამია მისი კოლექციიდან. ის ქმარმა, ჩარლზმა აჩუქა.
4. ბრილიანტის ყელსაბამი და საყურე - ეს ულამაზესი სამკაული კამილას საუდის არაბეთის მეფემ, აბდულამ აჩუქა.
5. კიდევ ერთი გვირგვინი კამილას კოლექციიდან - ეს ბრილიანტის გვირგვინი კამილას თავისი ოჯახის კოლექციიდან აქვს და მისი ოჯახისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. კამილას ეს გვირგვინი პირველი ქორწინების დროს ეკეთა. 2006 წელს კი, ის კამილას გოგონა საკუთარ ქორწილში ეკეთა.
6. გვირგვინი ბრიტანეთის სამეფო კოლექციიდან - კიდევ ერთი ისტორული და ძვირფასი საჩუქარი, რომელიც მან დედოფალ ელისაბედისგან მიიღო.
7. თეთრი ოქროს ყელსაბამი - ამ ძვირფასი ყელსაბამის ტარება არც ისე მარტივია, რადგანაც ის საკმაოდ მძიმეა. კამილას ის ეკეთა უგანდის დედოფლის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე.
თემები: სტილი, ტანსაცმელი, პრინცესები, სამეფო, კამილაპარკერი, გვირგვინი