ჰოროსკოპი

ახალი მთვარე ტყუპებში გადადის - რა ცვლილებები მოხდება სამყაროში და რა სიახლეებს უნდა ელოდოთ 13 ივნისიდან?

ახალი მთვარე ტყუპებში გადადის - რა ცვლილებები მოხდება სამყაროში და რა სიახლეებს უნდა ელოდოთ 13 ივნისიდან?

13 ივნისიდან ახალი მთვარე ტყუპების ზოდიაქოში გადადის. როგორც ასტროლოგები ამბობენ, იწყება პერიოდი, როცა რეალურად უნდა დაფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებაზე, არჩეულ გზაზე, იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარმატებული ცხოვრება გვქონდეთ.

დგება დრო, როცა სერიოზულად უნდა იფიქროთ მომავალზე. არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში, სად ხართ და რას აკეთებთ, ახალი მთვარე ერთგვარად გიდობას გაგიწევთ და დაინახავთ ცხოვრებაში ისეთ გზებს, რომლებიც წარმატებამდე მიგიყვანთ.

მიხვდებით, რომ საქმის თავიდან დასაწყებად გვიანი არასოდესაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ, ან მცირე საქმეს იწყებთ, გააცნობიერებთ, რომ ახლის დაწყება არასოდესაა დაგვიანებული.

ტყუპების ენერგია დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად გამოხატოთ საკუთარი თავი, ისაუბროთ ღიად და ხმამაღლა საკუთარ ემოციებზე, სურვილებზე, მისწრაფებებზე, გრძნობებზე, იპოვოთ საკუთარ თავში შემოქმედებითი მხარე, რომელიც ამდენ ხანს მიძინებული იყო. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ნიჭით ხართ დაჯილდოებული.

ახალი მთვარე ტყუპებში გადადის - რა ცვლილებები მოხდება სამყაროში და რა სიახლეებს უნდა ელოდოთ 13 ივნისიდან?

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის გავლენით უფრო ღრმად დაფიქრდებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და ისეთ თემებზე, რომლებსაც აქამდე ზედაპირულად უყურებდით.

თქვენი ფიქრები, ოცნებები ახდენის გზას იპოვნიან. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ, მთავარია, რომ მიჰყვეთ ამ ფიქრებს და ენდოთ ინტუიციას. ინტუიცია ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებული იქნება.

ცხოვრებას უფრო პოზიტიური თვალით შეხედავთ. ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის დაბალანსებული და მშვიდი ეტაპი დგება. ყოველგვარ ნეგატივს მოიშორებთ და დადებითზე კონცენტრირდებით.

თავს უფრო ჭკვიან ადამიანად იგრძნობთ, სიბრძნე შეგემატებათ და ამ სიბრძნის წყალობით სწორი ნაბიჯების გადადგმას შეძლებთ. სამყაროს უკეთ გაუგებთ. იპოვნით პასუხებს აქამდე გაუცემელ კითხვებზე.

ტყუპების გავლენით ახალი მთვარის პერიოდში ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას შეძლებთ და ეს თქვენი მთავარი ძალა იქნება.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ იყოთ უფრო მოსიყვარულეები, თბილები და კეთილგანწყობილები ერთმანეთის მიმართ. სამყარო ამას დაგიფასებთ და მოგცემთ შანსს, ახალ შესაძლებლობებს, გაპოვნინებთ წარმატების გასაღებს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი ეტაპი იწყება, რომელიც ბევრისთვის ერთგვარად განახლების და ახალი,, წარმატებული ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდება.



<a href="http://foreverconscious.com">http://foreverconscious.com</a>