სილამაზე

Dylan Blue — იტალიელი მაჩოს სურნელი სპეციალურად ქართველ მამაკაცებს

Dylan Blue — იტალიელი მაჩოს სურნელი სპეციალურად ქართველ მამაკაცებს

დეკემბრის თვის გახალისება Ici Paris-მ ქართველი მომხმარებლებისთვის ხმელთაშუა ზღვის ბრიზის შეგრძნებით გადაწყვიტა: ხატია შამუგიამ მოდის ჟურნალისტები, პრიალა ჟურნალების რეპორტიორები და გასართობ ინდუსტრიაში მოღვაწე გადაცემების წამყვანები შარდენის ქუჩაზე, რესტორან BlackBerry-ში იტალიურ ლანჩზე მიიწვია და Versace-ს მამაკაცის ახალი არომატი — Dylan Blue გააცნო.

Dylan Blue — იტალიელი მაჩოს სურნელი სპეციალურად ქართველ მამაკაცებს

Dylan Blue Versace-ს მოდის სახლმა 2016 წლის ზაფხულში გამოუშვა და მისი სარეკლამო ფილმიც იტალიური სიუჟეტის და ბრენდის უცვლელი კონცეფციის — მოდელების ვარსკვლავცვენის გათვალისწინებით შეიმუშავა: რეჟისორმა ბრუს ვებერმა 2.41-წუთიან რგოლში ტრადიციული იტალიელი მაჩოს ისტორია გვიამბო, რომლისთვისაც კრივის შეჯიბრისთვის მზადების მთავარი მოტივატორი მსოფლიოს წამყვანი ტოპ-მოდელი — ჯიჯი ჰადიდია. ჯიჯის პარტნიორობას ცნობილი მოდელები — ტრეივორ სინორინო, ალან ჟუბანი, ლუი სოლიუოდა და ფილიპ ჟუნენსონი უწევენ; ათლეტებთან — ნიკ ტომპსონთან, ტრეივის კონოვერთან, ადამ ვონ როთფელდერთან, ლუკაზ გრაბოვსკისა და ლევი მორგანთან ერთად.

ფილმის ნარატორი იტალიური ტრადიციების შესახებ გვიამბობს, როგორ ასწავლიდა მამა ქალების მოხიბლვას და არიგებდა, სუსტი მხარეები არავისთვის ეჩვენებინა. ის მამაკაცის აუცილებელ უნარს უსვამს ხაზს, რომლის გარეშეც ქალის სიმპათიის მოპოვება წარმოუდგენელია: „მამა ხშირად მეუბნებოდა, რთულია იცხოვრო ქალთან და ასევე რთულია, იცხოვრო მის გარეშეო. თანაც ქალები ხშირად ძალიან მკაცრად გვაფასებენ — ჩვენგან ხან სინაზეს მოითხოვენ, ხან — ხასიათის უხეში შტრიხების გამოვლინებას“, — სწორედ ამ კონცეფციითაა შექმნილი Dylan Blue-ს ციტრუსოვანი სურნელი: მწარე და მოტკბო ნოტების ნაზავით.

Dylan Blue-ს არომატი უფრო მეტად ახალგაზრდა, თავზეხელაღებული მამაკაცებისთვისაა: ხის და ციტრუსოვანი სურნელის ნაზავის დამსახურებით, ის როგორც ყოველდღიურ, ასევე — საღამოს ატმოსფეროსაც იდეალურად შეეფერება. კალაბრიული ბერგამოტი, გრეიფრუტი და ლეღვის ფოთლები სურნელის პირველად ნოტს ქმნის; იის ფოთოლი, პაპირუსის ხე და ორგანული პაჩული, შავ წიწაკასა და ამბროქსოლთან ერთად, შუა ნოტს წარმოადგენს; მთლიანობაში კი არომატს მინერალური მუშკის, დიპტერიქსის მარცვლების, საკმეველის და ზაფრანას ექსტრაქეტბი გვიმრის სურნელს ანიჭებენ.

Dylan Blue — იტალიელი მაჩოს სურნელი სპეციალურად ქართველ მამაკაცებს

Versace-ს მოდის სახლი ქართული მოდის სამყაროსთვის განსაკუთრებულ სენტიმენტებს აღვივებს: სწორედ დონატელა ვერსაჩემ მიიწვია ჩვენებაზე ახლა უკვე მოდის გლობალურ ინდუსტრიაში ცნობილი ქართველი მოდელი — თაკო ნაცვლიშვილი. საღამოს სპეციალური სტუმარი სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებელი, თაკოს დედა — ნინო ცქიტიშვილი იყო, რომელმაც Ici Paris-ს მიერ სპეციალურად Versace-ს სიახლის გასაცნობად შეკრებილ პრესას თაკოს და დონატელას კოლაბროაციის შესახებ უამბო.

Dylan Blue — იტალიელი მაჩოს სურნელი სპეციალურად ქართველ მამაკაცებს

იტალიური მუსიკის ცოცხალი შესრულებით გაფორმებული პრეზენტაციის მთლიანი დინამიკა Dylan Blue-ს არომატის უკეთ შესაგრძნობად იყო აწყობილი: საწყის ეტაპზე სტუმრებს ტრადიციულად სუნამოს ინგრედიენტები ბუნებრივი ფორმით გააცნეს, უგემრიელესი იტალიური კერძები დააგემოვნებინეს და ყოველი მათგანი Versace-ს ახალი სურნელით დაასაჩუქრეს.

თუ Versace-ს განსაკუთრებული მოყვარული ხარ ან Dylan Blue-ს სარეკლამო ფილმის შესახებ მეტი გინდა გაიგო, უყურე, რა ხდებოდა გადაღებებზე: