ჰოროსკოპი

მზის დაბნელება, პარასკევი და 13 - რა გავლენას მოახდენს 13 ივლისი, წლის ყველაზე მაგიური დღე თქვენს ცხოვრებაზე?

მზის დაბნელება, პარასკევი და 13 - რა გავლენას მოახდენს 13 ივლისი, წლის ყველაზე მაგიური დღე თქვენს ცხოვრებაზე?

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღევანდელი დღე, 13 ივლისი 2018 წლის ყველაზე მაგიური დღეა - საკრალური რიცხვი 13, ასევე პარასკევი და ასევე, მზის ნაწილობრივი დაბნელება, რომელსაც დღის განმავლობაში ველოდებით.

როცა 13 რიცხვი პარასკევს ემთხვევა, ეს ადამიანებში შიშს იწვევს და ზოგიერთისთვის პანიკის საბაბიც კი ხდება. ამ საკრალური რიცხვისადმი შიში უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ამ დღეს ადამიანები უბედურების მომასწავებლად მიიჩნევდნენ.

ეს არ არის მხოლოდ ცრურწმენა, ნუმოროლოგების მტკიცებით,13 და თანაც პარასკევი მართლაც მაგიური დღეა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.

ნუმეროლოგები გვირჩევენ, რომ მთელი დღის განმავლობაში თავი შევიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ზოგადად, აქტიურობისგან.

მზის დაბნელება, პარასკევი და 13 - რა გავლენას მოახდენს 13 ივლისი, წლის ყველაზე მაგიური დღე თქვენს ცხოვრებაზე?

მაქსიმალურად უნდა დაისვენოთ, განიტვირთოთ, თავი შეიკავოთ ემოციებისგან. თუ ასე მოიქცევით, სამყაროსგან დადებით ენერგიებს მიიღებთ და პარასკევის 13 თქვენთვის ბედნიერების მომტანი დღე გახდება.

გარდა იმისა, რომ დღეს პარასკევია და თან 13, ამავდროულად, მზის ნაწილობრივი დაბნელებაცაა მოსალოდნელი.

მზის დაბნელება, პარასკევი და 13 - რა გავლენას მოახდენს 13 ივლისი, წლის ყველაზე მაგიური დღე თქვენს ცხოვრებაზე?

მზის დაბნელებას თბილისის დროით 17:02 წუთზე უნდა ველოდოთ. ასტროლოგების განმარტებით, მოსალოდნელია გარკვეული კრიზისული პერიოდის დაწყება, ეს კრიზისი პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას ეხება. ნაკლებად თავდაჯერებულები იქნებით და იგრძნობთ, რომ ზოგიერთი საქმის გაკეთების უნარი არ შეგწევთ.

ასტროლოგები ამბობენ, რომ მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს მოსალოდნელია ემოციების უკონტროლობა და კონფლიქტები, მაგრამ თავი უნდა შეიკავოთ.

მზის დაბნელება, პარასკევი და 13 - რა გავლენას მოახდენს 13 ივლისი, წლის ყველაზე მაგიური დღე თქვენს ცხოვრებაზე?

თუ მოახერხებთ ემოციების მართვას და მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებას, მზის დაბნელების გავლენით, თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ეტაპი დაიწყება. სამყარო პოზიტიური ენერგიით აგავსებთ, რაც ცხოვრების ყველა ასპექტში თქვენს წარმატებას განაპირობებს.

ასე რომ, ეცადეთ, მაქსიმალურად აარიდოთ თავი კონფლიქტებს და ნეგატიურ ემოციებს.



<a href="https://astrologyking.com">https://astrologyking.com</a>