ყველამ ვიცით, რომ ადამიანებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და მათ შორის წიგნების თვალსაზრისითაც - განსხვავებული ჟანრის წიგნები მოგვწონს. მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომლებზეც წიგნების კითხვის მოყვარულები თანხმდებიან.

ვნახოთ რაზე თანხმდებიან ისინი:

1. წიგნების კითხვა სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობას გვაძლევს - ის უცნობ და უჩვეულო ადგილებს მოგატარებთ, ადამიანების ტრადიციების, წეს-ჩვეულებების შესახებ მოგიყვებათ და ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ.

2. წიგნების კითხვა გიყალიბებთ აზროვნებას - როგორც უკვე ვთქვით, სამყაროს და ცხოვრებას განსხვავებული პერსპექტივით გიჩვენებთ.

3. მას შეუძლია მძიმე რეალობიდან ყურადღება გადაგატანინოთ და დაგეხმაროთ სტრესის დაძლევაში.

4. წიგნების კითხვა უფრო გონებაგახსნილს გხდით - ის ერთგვარად ასტიმულირებს ტვინს. წიგნების კითხვის მოყვარულ ადამიანს უფრო მარტივად შეუძლია პრობლემების გადაჭრა.

5. წიგნების კითხვის მოყვარულ ადამიანებს უკეთესი წარმოსახვის უნარი აქვთ და ისინი უფრო შემოქმედებითები არიან.

6. წიგნები კვებავენ თქვენს გონებას - დიახ, გონება განიცდის შიმშილს და მისი გამოკვების საუკეთესო გზა წიგნის წაკითხვაა.

7. წიგნის კითხვა საუკეთესო რამაა, რაშიც შეგიძლიათ დრო დახარჯოთ.

8. რაც უფრო ადრეული ასაკიდან იწყებთ კითხვას, რაც უფრო პატარა შეიყვარებთ წიგნებს, მით უფრო ჭკვიანი, განათლებული, წარმატებული და გონებაგახსნილი იქნებით.

9. წიგნის კითხვა გაძლევთ ძალას - გაფიქრებინებთ, რომ სამყარო თქვენს ხელისგულზეა, რომ ყველაფრის უნარი შეგწევთ.

10. წიგნის კითხვა გაძლევთ ძალას, რომ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს - მიხვდეთ, რა გინდათ რეალურად ცხოვრებაში, რისი გაკეთება გსურთ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რა გაბედნიერებთ.

11. წიგნების კითხვის მოყვარულთათვის არ არსებობს იმაზე ძვირფასი საჩუქარი, ვიდრე კარგი წიგნი.

12. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანისთვის წიგნის კითხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ისევე, როგორც გვჭირდება ჰაერი, საკვები, წყალი გვჭირდება წიგნებიც სიცოცხლისთვის და სრულფასოვნად ცხოვრებისთვის.