LIFE

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

ადამიანები ხშირად ურთიერთობის დროს შეცდომებს უშვებენ, რაც თანაცხოვრების დასრულების მიზეზი ხდება. წლების გასვლის შემდეგ კი, აანალიზებენ ამ შეცდომას და ნანობენ. ზოგჯერ სრულიად მარტივ საკითხებზე უთანხმოების გამო ხდება განშორება გარდაუვალი.

ფსიქოლოგები გამოყოფენ 6 ნიშანს იმისას, რომ უმჯობესია შერიგდეთ და ერთმანეთს დაუბრუნდეთ.

1. დაშორებიდან უკვე დიდი დრო გავიდა - და მიუხედავად ამისა, ის გენატრებათ, გენატრებათ და სასიამოვნოდ გახსენდებათ ის დრო, როცა ერთად იყავით. იმდენად გაუსაძლისია თქვენთვის მის გარეშე ყოფნა, რომ ზოგჯერ ცრემლებსაც ვერ იკავებთ. ასე ყოფნას, სჯობს განიხილოთ მასთან შერიგების პერსპექტივა და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები. 

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

2. პრობლემა, რომელიც გქონდათ, მოგვარებულია, აღარ არსებობს - თუ ხედავთ, რომ ის პრობლემები, რომლებიც თქვენი განშორების მიზეზი გახდა, აღარ არსებობს, ან ახლა თვლით, რომ ეს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, ამ შემთხვევაშიც სჯობს მეორე შანსი მისცეთ ერთმანეთს. მაგალითად, თუ იმიტომ დაშორდით, რომ ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდით, სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ახლა კი ერთ ქალაქში ცხოვრობთ, რას ელოდებით? 

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

3. ორივეს ერთი და იგივე გსურთ - შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობის გამო დაშორდით, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ შეგეცვალათ შეხედულებები და ერთი და იგივე გსურთ ცხოვრებისგან, ერთ რელსებზე ხართ, აღარ უნდა დაიცადოთ და უნდა შერიგდეთ. შესაძლოა იმიტომ დაშორდით, რომ თქვენ შვილები გსურდათ, პარტნიორს კი, არა. ახლა კი, როცა გარკვეული დრო გავიდა, ორივეს ერთნაირი შეხედულება გაქვთ ამ საკითხზე, ნუღარ ფიქრობთ, აუცილებლად შეურიგდით საყვარელ ადამიანს. 

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

4. თქვენ ახლა უფრო დიდი და ბრძენი ხართ - წარსულის ურთიერთობისგან გამოცდილება მიიღეთ. განშორების შემდეგ კი გაანალიზეთ ორივე თქვენგანის მიერ დაშვებული შეცდომები. გამოცდილება მიიღეთ და ამით უფრო ბრძენი, ჭკვიანი გახდით. ახლა იცით, თუ როგორი გაფრთხილება სჭირდება სასიყვარულო ურთიერთობას და თუ გინდათ, რომ მყარი კავშირი გქონდეთ, შესაბამისი ინვესტიციაც უნდა ჩადოთ. ახლა უფრო მეტად ხართ მზად ურთიერთობისთვის. 

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

5. ორივე თქვენგანს სჯერა მეორე შანსის - ორივეს გსურთ შერიგება მიუხედავად წყენისა და ეს შანსი აუცილებლად უნდა მისცეთ ერთმანეთს. 

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ

6. მის გარეშე ცხოვრება უღიმღამოდ გეჩვენებათ მიუხედავად იმისა, რომ უკვე განშორებიდან დიდი დრო გავიდა - თუ განშორებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგაც ცხოვრების ხალისი დაკარგული გაქვთ და ყველა თვალსაზრისით წარუმატებელი ხართ. ორივე თქვენგანს უჭირს ცხოვრება და ვერ პოულობთ ბედნიერებას და ფიქრობთ, რომ მხოლოდ მის გვერდით იქნებით ბედნიერი. სჯობს დაივიწყოთ წყენა, აპატიოთ ერთმანეთს და სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ ცხოვრება.

6 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ პარტნიორს უნდა შეურიგდეთ



<a href="https://thedailynet.com">https://thedailynet.com</a>