1990-იანი წლები თავისუფლად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ საქართველოში ბრაზილიურმა სერიალებმა გადაგვატანინეს. მათი პოპულარობა საქართველოში 2010 წლამდე გაგრძელდა.

მოგვიანებით, მხიარული, ქალური და სიყვარულით სავსე ბრაზილიური სერიალები, საქართველოში თურქულმა და ინდურმა სერიალებმა ჩაანაცვლა...

გავიხსენოთ, ედუ, გუმა, ჰადე და კიდევ უამრავი მსახიობი, რომლებმაც წლების წინ ჩვენი გულები დაიპყრეს.

ლუსელია სანტუსი

„მონა ქალი იზაურა“ ახლა 61 წლის არის. წერს სცენარებს და თეატრში ასწავლის სტანისლავსკის სისტემას. თავისუფალ დროს, მსახიობი ეუბნება იოგას და რიო დე ჟანეიროს კრიშნას ტაძარში ლოცვებს ესწრება. მსახიობი ისე გაიტაცა რელიგიამ რომ ტიბეტშიც კი იმოგზაურა. მისი ვაჟი ლისელია სანტოს პეტრო ნესჩინგი ასევე სერიალების მსახიობია.

სუზანა ვიერია

პროფესიონალმა მსახიობმა მოგვიანებით სერიალებში სცადა ბედი და ნამდვილად გაუმართლა. ანას როლმა სერიალში „სასტიკი ანგელოზი“ მისი ბედი გადაწყვიტა და დღეს ვიერას სამსახიობო კარიერა 50 სერიალს ითვლის.

ელეგანტური ქალბატონი უკვე 75 წლის არის. დაოჯახდა სამჯერ და მისი უკანასკნელი ქმარი, როდესაც ცოლად გაჰყვა, სულ რაღაც 25 წლის იყო. მსახიობი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და ყოველწლიურად რიოს კარნავალში მონაწილეობს.

მარკუს პალმეირა

რეჟისორების ოჯახში დაბადებული პალმეირა პირველად ეკრანზე 1968 წელს, 5 წლის ასაკში გამოჩნდა. მსახიობი მაყურებელს განსაკუთრებულად ორი სერიალიდან დაამახსოვრდა, სადაც შრიკისა და მეთევზე გუმას როლი შეასრულა.

მარკუსი მოგვიანებით ტელევიზიის დირექტორზე, ამორე მავტნერზე დაქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი იულია შეეძინა. ის კვლავ განაგრძობს ფილმებში თამაშს.

კამილა პეტაგა

მსახიობ ანტონიო პეტაგის ქალიშვილი, პოპულარული მამასთან ერთად შესრულებული როლით გახდა. მათ სერიალ „ახალ მსხვერპლში“ ითამაშეს. კამილა გარდა სერიალებისა ცნობილია, როგორც სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდების სახე. ის გაეროს კეთილი ნების ელჩია და ზრდის ორ შვილს.

რეინალდუ ჯანეკინი

ედოს როლი სერიალ „საოჯახო კავშირებში“ 2000 წელს ითამაშა. სწორედ მას შემდეგ აღიარეს როგორც ბრაზილიელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი. 2010 წელს, როდესაც მსახიობი პოპულარობის პიკზე იყო ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა.

ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ დაავადება დაძლია და იმის დასამტკიცებლად რომ კიბოს დამარცხება შესაძლებელია, წიგნი დაწერა... ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.

ვერა ფიშერი

ვერამ კარიერა მოდელობით დაიწყო და 1969 წელს, „მის ბრაზილია“ გახდა. პირველად სერიალში 1980 წელს გადაიღეს. განსაკუთრებული პოპულარობა სერიალებმა „კლონი“ და „ოჯახური კავშირები“ მოუტანა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი უფროსი ქალიშვილი რაფაელა ასევე მსახიობია. ფიშერი ხშირად ჩნდება ეკრანზე და ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში.

კაროლინა დიკმანი

კაროლინას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი იყო ლეიკემიით დაავადებული გოგონა, სერიალში „საოჯახო კავშირები“. საბედნიეროდ რეალურ ცხოვრებაში მსახიობი ჯანმრთელია, მუშაობს და ჰყავს ორი შვილი. დიკმანი მეორედ გახლავთ დაოჯახებული.

სხვათაშორის დიკმანის წყალობით არსებობს ბრაზილიაში კანონი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას კიბერდანაშაულის შემთხვევაში.

გლორია პირეში

ალბათ ყველას გახსოვთ გენიალური სერიალი „ტროპიკული საიდუმლო“, სადაც გლორია ტყუპი დების, რაკაელისა და რუთის როლს თამაშობდა. ამჯერად 54 წლის მსახიობი, პროდიუსერის საქმიანობით არის დაკავებული, ჰყავს ოთხი შვილი, აქვს ონლაინ მაღაზია, სადაც ყიდის პროდუქტებს შინაური ცხოველებისთვის.

მურილიო ბენისიო

კარიერის დასაწყისში ბენისიო ჰოლივუდის ვარსკვლავი გახლდათ, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწორედ სერიალებით „სიყვარული“ და „კლონი“ გახდა პოპულარული. ამის შემდეგ ჰოლივუდმა ისევ შეამჩნია და ფილმში „ქალი ყველაზე პოპულარულია“ პენელოპა კრუსთან ერთად იმუშავა.

მურილიო განაგრძნობს სერიალებსა და ფილმებში თამაშს. ჰყავს ორი ვაჟი, მათ შორის ერთი ჯოვანა ანტონელისგან, რომელიც სწორედ „კლონის“ გადაღებების დროს შეუყვარდა.

ჯოვანა ანტონელი

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჰადე სერიალიდან „კლონი“, სერიალების გარდა რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

ჯოვანას სამი შვილი ჰყავს. ერთი ვაჟი მურილიო ბენისიოსგან, რომელთანაც ურთიერთობა მალევე გაუჭირდა და ორი გოგონა - ლეონარდო ნოგეირასგან.