ჰოროსკოპი

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?

ასტროლოგი ნატალი მაკკეინი წერს, რომ ვენერას რეტროგრადირების პერიოდში არ დარჩება ადამიანების ცხოვრებაში არც ერთი ასპექტი, რომელზეც ის გავლენას არ მოახდენს.

რეტროგრადირება უკვე დაწყებულია და ის 16 ნომებრამდე გასტანს. ამ პერიოდში ადამიანები იქნებიან უფრო იმპულსურები და ემოციურები.

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?

ასტროლოგი ჯილ ოასისი კი დეტალურად აღწერს იმ ცვლილებებს, რომელსაც ვენერას რეტროგრადირების პერიოდში უნდა ველოდოთ.

1. სასიყვარულო ურთიერთობები - მოსალოდნელია, რომ თავს ყოფილი პარტნიორი შეგახსენებთ. შესაძლოა, ეს აბსოლუტურად მოულოდნელად მოხდეს და აღნიშნულის გამო ახლანდელ სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ.

შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან თავი არაკომფორტულად იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ, რომ წარსულს აწმყო არ გააფუჭებინოთ. ეს არის შესანიშნავი დრო იმისთვის, რომ საბოლოოდ უთხრათ უარი წარსულს, პოზიტივით შეხედოთ მომავალს და გზა განაგრძოთ. 

2. სამსახური - მოსალოდნელია, რომ გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს საქმიან ურთიერთობებში. გაგიჭირდებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა. ასტროლოგი გაფრთხილებთ, რომ ყურადღებით იყოთ და სანამ რამეს იტყვით, მანამდე კარგად აწონ-დაწონოთ.

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?

3. კეთილდღეობა - ჯილი გირჩევთ, რომ ცოტა შეისვენოთ დამღლელი რუტინული ცხოვრებისგან. ღრმად ჩაისუნთქოთ და ეცადოთ განიტვირთოთ სტრესისგან. სხვა შემთხევაში ბედნიერების განცდა თქვენგან შორს იქნება.

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?

4. ცვლილებები - შესაძლოა საიდუმლოებს აეხადოს ფარდა და სიმართლის გაგებამ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. მზად იყავით ყველაფრისთვის, მზად იყავით ცვლილებებისთვის და მიჰყევით ცხოვრების დინებას.

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?

დაუჯერეთ თქვენს შინაგან ხმას. თუ გრძნობთ, რომ ცვლილებების დრო დადგა, ასეც უნდა მოიქცეთ. ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.

5. გაუგებრობები - ადამიანებს გაუჭირდებათ ერთმანეთის გაგება. სწორედ ამიტომ, იმატებს კონფლიქტები და დაძაბული სიტუაციები. ეცადეთ, გული არავის ატკინოთ და სიფრთხილით წარმოთქვით თითოეული სიტყვა, ფრთხილად იმოქმედეთ.

რა გავლენას მოახდენს ვენერას რეტროგრადირება თქვენს ცხოვრებაზე 16 ნოემბრამდე?



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>