სილამაზე

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

პოპულარული გამოთქმაა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს და იმისთვის, რომ ლამაზები და მომხიბვლელები ვიყოთ, მზად ვართ მსხვერპლის გაღებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ეს არ ამართლებს. ქალების ნაწილი ზოგჯერ სილამაზის გამო აბსოლუტურად უჩვეულო და გაუმართლებელ რაღაცებს აკეთებს.

ვნახოთ 10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ.

მითი #1: ყოველდღიური მაკიაჟი მავნებელია კანისთვის.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

რეალურად მაკიაჟი კი არ ვნებს კანს, არამედ ის მაშინ ზიანდება თუ საღამოს არ მოიშორებთ და ისე დაიძინებთ. კანს უნდა მისცეთ სუნთქვის და ჟანგბადოს მიღების შესაძლებლობა. თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავენ კანს მავნე ზემოქმედებისგან, თუმცა ღამით მაკიაჟის დატოვება კანისთვის დამღუპველია.

მითი #2: თუ კოსმეტიკურ საშუალებაზე მითითებულია, რომ ის ჰიპოალერგიულია, ყველანაირ კანზე შეიძლება მისი წასმა.

რეალურად ასე არის. ყველა კანს თავისი შესაბამისი პროდუქტი სჭირდება. სხვადახვა ტიპის კანი სხვადასხვა ინგრედიენტზე ავლენს ალერგიულობას.

მითი 3: დამატენიანებელი კრემი არ აქრობს ნაოჭებს.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

რეალურად, ჩვენს დროში დამატენიანებელი საშუალებები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კარგია ნაოჭების წინააღმდეგ.

მითი #4: სახის კანი ეჩვევა რომელიმე კონრეტულ კრემს და ის აღარაა ეფექტური, ამიტომაც აუცილებელია, რომ დროდადრო შევცვალოთ ის.

ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა. თუ რომელიმე კონკრეტული კრემი თქვენი სახისთვის კარგია, ის მუდამ კარგი იქნება და თუ ვეღარ იღებთ ადრინდელ შედეგს, ამას რაიმე სხვა მიზეზი ექნება.

მითი #5: სახის კრემი უნდა წაისვათ ქვემოდან ზემო მიმართულებით.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

ბევრ ადმაიანს სჯერა, რომ რაიმე მნიშვნელობა აქვს კრემის წასმის დროს ხელის მოძრაობის მიმართულებას. გვერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვემოდან ზემოთ წაისვამთ, თუ ხელის წრიული მოძრაობით. ეფექტი ერთნაირი იქნება.

მითი #6: უნდა დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი ნაოჭების მოსაშორებლად.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

ბევრი წყალი უნდა დალიოთ, რადგანაც მისგან ბევრ სარგებელს იღებთ, მაგრამ ნაოჭების გაქრობის თვალსაზრისით ის ვერაფერს შეცვლის.

მითი #7: თუ სახის ვარჯიშებს რეგულარულად გააკეთებთ, გაგიქრებთ მიმიკური ნაოჭები.

სამწუხაროდ, ასე არ არის. სახის ვარჯიშებით ნაოჭები არ ქრება.

მითი #8: მზის აბაზანა აქრობს აკნეს.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

რეალურად მზე აშრობს თქვენი სახის კანს. კანზე ფართოვდება ფორები და აკნესთან ერთად სხვა პრობლემებიც იჩენს თავს.

მითი #9: რუჯი სხეულს უფრო ლამაზს ხდის.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

მართალია, ვიღაცისთვის გარუჯული სხეული უფრო მომხიბვლელია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ნამზეურის რეგულარულად მიღებამ შესაძლოა ისე ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს კანზე, რომ ის საერთოდ ვეღარ გამოაჩინოთ.

მითი #10: ხალის მოშორება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

10 მითი სილამაზის შესახებ, რომლებიც ჩვენს ვიზუალს აუფერულებს

ხალები კანზე პიგმენტური წარმონაქმნია. ხალს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა და შეფერილობა. ხალების უმეტესობა არ არის სახიფათო და არც მათი მოშორებაა ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემქმნელი. თუმცა სანამ მის მოშორებას გადაწყვეტთ, უნდა მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ არის თუ არა რაიმე გართულება მოსალოდნელი.