LIFE

10 ფილმი, რომლებიც მოტივაციას შეგმატებთ და შთაგაგონებთ, რომ უკეთესი ადამიანი გახდეთ

10 ფილმი, რომლებიც მოტივაციას შეგმატებთ და შთაგაგონებთ, რომ უკეთესი ადამიანი გახდეთ

ფილმებს ადამიანზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ფილმს აქვს ძალა შეგიცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, დაგაფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე და შთაგაგონოთ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

ამჯერად ვნახოთ ფილმები, რომლებსაც მოტივაციის ამაღლება შეუძლიათ, რომლებიც შთაგაგონებენ, რომ მიაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას და გახდეთ უკეთესი ადამიანები.

1. „ძვირფასო ზექერ“/DEAR ZACHARY - ეს არის დოკუმენტური, საოცრად ემოციური ფილმი, რომლის გმირის, ენდრიუ ბეგბის ისტორია, თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება და მასთან ბევრ საერთოს იპოვნით. 

2. „გაქცევა შოუშენკიდან“/THE SHAWSHANK REDEMPTION - ფილმი ბევრ რამეზე დაგაფიქრებდით და აქ უამრავი დეტალია ისეთი, რომელიც მოგანდომებთ, რომ უკეთესი ადამიანი გახდეთ. 

3. „გადაუხადე სხვას“/PAY IT FORWARD - ეს არის ფილმი, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს ნანახი. ის სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ და ინსპირაციის წყარო გახდება. 

4. „დარჩი ჩემთან“/STAND BY ME - ფილმი 12 წლის მოზარდებზე მოგვითხრობს, რომლებიც დაღუპული მეგობრის ცხედრის მოსაძებნად მიდიან და ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში განსაკუთრებულ, გადამწყვეტ როლს ასრულებს. 

5. „იისფერი“/THE COLOR PURPLE - ფილმი შეგმატებთ ძალას, მოგცემთ მოტივაციას იმისთვის, რომ იბრძოლოთ და უფრო მეტი გააკეთოთ, რომ უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ ყოველი დღე. ფილმი გვიყვება ისტორიას, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებთ. აქ ნახავთ ამბავს, რომელიც მკაფიოდ გაჩვენებთ, თუ რამხელა და რა სასტიკი დაბრკოლებების გადალახვა უწევს ადამიანს სასურველის მისაღებად, თავისუფლების მოსაპოვებლად. 

6. AND THE BAND PLAYED ON - ფილმში გადმოცემული ისტორია დაგაფიქრებთ უმცირესობების მიმართ ასევე საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებაზე. 

7. განდი/GANDHI - უბრალოდ ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ის ნამდვილად მოგცემთ მოტივაციას და თქვენი ინსპირაციის წყარო გახდება. 

8. „მკვდარი პოეტების საზოგადოება“/DEAD POETS SOCIETY - ფილმი მოგვითხრობს კოლეჯის მეგობრებზე, რომლებსაც ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ასწავლით, თუ როგორ ისიამოვნონ ცხოვრებით და როგორ დატკბნენ თითოეული წუთით. 

9. A RAISIN IN THE SUN - ფილმი, რომელსაც უემოციოდ ვერ უყურებთ და ის ნამდვილად გაქცევთ უქკეთეს ადამიანად. 

10. „დამეყრდენი“/LEAN ON ME- ფილმი მოგვითხრობს სკოლის დირექტორზე, რომელიც სამუშაოდ განადგურების პირას მყოფ სკოლაში გადადის და ყველაფერს აკეთებს თავისი მოსწავლეებისთვის. მთავარ როლს შეუდარებელი მორგან ფრიმენი თამაშობს.



<a href="https://movies.allwomenstalk.com">https://movies.allwomenstalk.com</a>