LIFE

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

ამბობენ, რომ მამაკაცის წარმატების საიდუმლო მის გვერდით მყოფი ქალია და ამბობენ იმასაც, რომ ყველა წარმატებული მამაკაცის გვერდით მოდური ქალი დგას, რომელიც სხვებისთვის ინსპირაციის წყაროა და მათ შორის, შთაგონების წყაროა სტილის თვალსაზრისითაც.

ვნახოთ, თანამედროვე მსოფლიოს ცხრა, ყველაზე მოდური პირველი ლედი.

1. ასმა ალ ასადი - სირიის პირველი ლედი, რომელიც კამერების წინ ყოველთვის გრაციოზულად პოზირებს, ხოლო მისი ჩაცმის სტილი ბევრი ქალისთვის ინსპირაციის წყაროა. მოდის კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ თავად ასმასთვის შთაგონების წყარო მიშელ ობამაა და ამ ორი ქალის სამოსის სტილი ხშირად მსგავსია. ასმას გამოარჩევს ასევე ვარცხნილობა. კულულები მის ყველა ვარცხნილობაში თვალშისაცემია. 

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

2. ბრიჯიტ მაკრონი - საფრანგეთის პირველი ლედი, ქალი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით გამოირჩევა. მისი ვიზუალი არასოდესაა მონოტონური და მოსაწყენი. იცის, როგორ შეუხამოს ფერები ერთმანეთს.

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

3. მელანია ტრამპი - აშშ-ის პირველმა ლედიმ იცის, როგორ ჩაიცვას ისე, რომ მისი სტილი შეესაბამებოდეს ოფიციალურ მიღებებს და ამავდროულად, დიპლომატიურმა სტილმა არ დააკარგვინოს სექსუალურობა. მელანია ტრამპის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უკავია ტანზე მჭიდროდ მომდგარ, ე.წ. ფანქარ კაბებს. 

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

4. მეჰრიბან ალიევა - მოდის კრიტიკოსები აზერბაიჯანის პირველი ლედის სტილს ერთი სიტყვით განსაზღვრავენ - გლამურული. მეჰრიბან ალიევა 54 წლისაა, თუმცა ის გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება და ამაში შესაბამისი სამოსიც ეხმარება. აზერბაიჯანის პირველ ლედის მოსწონს, როცა ხაზს უსვამს სხეულის მომხიბვლელ ნაწილებს და არ ერიდება სექსუალური სტილის სამოსის ჩაცმას.

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

5. შანტალ ბიია - კამერუნის პირველ ლედის უნიკალური სტილი აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი თმა, ვარცხნილობა და წარბის ფორმა იქცევს. შანტალ ბიიას სამოსი ყოველთვის მხიარულ ფერებშია და საერთო ჯამში პოზიტიურ ენერგიას ასხივებს.

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

6. დედოფალი რანია - იორდანიის დედოფალი, მეფე აბდილა II-ის მეუღლე. ბევრი მიიჩნევს, რომ ის ყველაზე მომხიბვლელი ქალია. რანიას ყოველთვის აცვია ისე, როგორც მის რეგალიას შეესაბამება. 

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

7. დედოფალი ლეტიცია - ესპანეთის დედოფალს უყვარს ნეიტრალური ფერების სამოსი, ყველაზე მეტად კი, კანისფერი ხიბლავს. ცდილობს ჩაიცვას ისე, რომ მაღალი სილუეტი გამოჩნდეს. მსოფლიოს სხვადასხვა სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა შორის, 2017 წელს, დედოფალმა ლეტიციამ ყველაზე მოდურის ტიტული მიიღო. 

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

8. ანჟელიკა რივერა - იცით, რომ მექსიკის პირველი ლედი ტელესერიალების ვარსკვლავიცაა? ამასთანავე ის გახლავთ მომღერალი და მოდელი. ანჟელიკა რივერა ხშირად იცვამს საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსს და მექსიკაში მოდის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია, რაც იმით გამოიხატება, რომ ქალები ხშირად ბაძავენ მის სტილს. 

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

9. ჯულიანა ევორდი - სირიული და ლიბანური წარმოშობის ბიზნესლედი, რომელიც ამავდროულად, არგენტინის პირველი ლედიც გახლავთ. მოდის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ჯულიანას ვიზუალი უნიკალურია, რადგანაც უხდება ყველანაირი ფერის სამოსი და აქვს უნარი, რომ ნებისმიერი სტილის კაბა ისემოირგოს, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეს. 

მსოფლიოს 9 ყველაზე ტრენდული პირველი ლედი, რომელთა ჩაცმის სტილი მისაბაძია

ბონუსი:

მაკა ჩიჩუა - ჩვენი ქვეყნის პირველი ლედის ჩაცმის სტილს ეჭვსგარეშეა, რომ შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე დახვეწილი და საოცრად ქალური სტილი. მისი ვიზუალი სხვადასხვა ოფიციალურ მიღებებზე ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას და დადებით შეფასებებს იმსახურებს. 

BO-10 Multipic:

მაკა ჩიჩუას ჩაცმის სტილი ბევრი ქალისთვის არის ინსპირაციის წყარო. მას შეუძლია მინიმალისტური, ნეიტრალური ფერების სამოსით პომპეზურ მიღებებზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს.

სოციალურ ქსელებში კი ვერ იპოვნით ფოტოს, სადაც ჩვენი ქვეყნის პირველი ლედის ჩაცმის სტილი საზოგადოების დიდი ნაწილის მოწონებით არ სარგებლობს.



<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>