დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გიმზადებთ 2018 წლის მიწურული?
- 13.11.2018
1. ვერძი - მთელი წლის განმავლობაში ბევრი იშრომეთ, დაუღალავი და ენერგიით სავსე იყავით. დეკემბერში დაინახავთ თქვენი შრომის შედეგს და დატკბებით საკუთარი მიღწევებით. ახალი ენერგიით აივსებით და ახალ მიზნებს დაისახავთ. რადგანაც იუპიტერი მშვილდოსანშია, თქვენ კი, მშვილდის მსგავსად, ცეცხლის ნიშანი ხართ, ბევრ პოზიტიურ ცვლილებას უნდა ელოდოთ.
განსაკუთრებული წარმატება სასიყვარულო ურთიერთობაში გელოდებათ. დეკემბერი ამ კუთხით ბედნიერებას მოგიტანთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ იყოთ ტოლერანტულები და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ.
2. კურო - ემოციების მოზღვავებაა მოსალოდენლი. გარკვეულ გადაწყვეტილებებს ემოციურად მიიღებთ, რამაც, შესაძლოა,პრობლემები შეგიქმნათ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გამოიჩინოთ კომუნიკაციის უკეთესი უნარი და გააცნობიეროთ, თუ რა არის ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენთვის მნიშვნელოვანი. მთელი ენერგია სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩადეთ.
კარგი იქნება, თუ განტვირთვისთვის რამდენიმე დღეს დაუთმობთ საკუთარ თავს და ქალაქგარეთ წახვალთ მშვიდ და მყუდრო გარემოში, სადაც დაფიქრების და დამშვიდების საშუალება გექნებათ.
3. ტყუპები - მერკური, თქვენი მმართველი პლანეტა, მეშვიდე სახლში რეტროგრადირდება, ეს ურთიერთობების სახლია. სწორედ ამიტომ კომუნიკაციის კუთხით იჩენს თავს პრობლემები. მოსალოდნელია, რომ საყვარელ ადამიანთან, საქმიან პარტნიორებთან გაგიჭირდებათ ურთიერთობის დალაგება და აღარ იქნება ყველაფერი ისე, როგორც ადრე იყო.
შესაძლოა, გაურკვევლობებმა იჩინოს თავი. დაფიქრდით იმაზე, თუ რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იგრძნოთ თავისუფლება და შემდეგ გადადგით ნაბიჯები. იუპიტერის დადებითი გავლენის წყალობით, დეკემბერში თქვენი ფინანსური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
4. კირჩხიბი - დეკემბერში თქვენთვის პრიორიტად სასიყვარულო ურთიერთობა აქციეთ და საყვარელ ადამიანს დაუთმეთ ყველაზე მეტი დრო და ყურადღება. მოსალოდნელია, რომ რომანტიკულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
თუ პრობლემები გაქვთ ამ თვალსაზრისით, არ იდარდოთ, რადგანაც ყველაფერი დალაგდება. არ შეწყვიტოთ გარშემომყოფებზე ზრუნვა, ეს დადებითად დაგმუხტავთ და ბედნიერების განცდას მოგანიჭებთ.
5. ლომი - დეკემბერში თქვენი წარმატების გასაღები კომუნიკაცია იქნება. არავითარ შემთხვევაში არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და უარი არ თქვათ ადამიანებთან ურთიერთობაზე.
არ აერიდოთ ხალხმრავლობას. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა ახალი ნაცნობების შესაძენად და დაამყარეთ მყარი კავშირები.
6. ქალწული - თქვენთვის ფინანსური თვალსაზრისით საუკეთესო თვეა. სრულიად მოულოდნელად შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. გირჩევთ, რომ ჭკვიანურად დახარჯოთ ფული, დაიწყოთ რამე ახალი ბიზნესი, დააბანდოთ. ამ შემთხვევაში, ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მომდევნო თვეებში წარმატება გელოდებათ და ფულს, რომელსაც საქმეში დეკემბერში ჩადებთ, მალე გაასმაგებთ.
ენდეთ საკუთარ თავს, სიბრძნეს და გამოცდილებას. არ დაუჯეროთ სხვების რჩევებს. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში.
7. სასწორი - განსაკუთრებით კრეატიულები იქნებით და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა მოგიტანთ წარმატებას. თუ კრეატივს არ გამოიჩენთ, დეკემბერში წარმატება არ მოვა. განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ მწერალ, ბლოგერ, ბეჭდვურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს, ყველა იმ სასწორს, რომელთა საქმიანობაც წერას უკავშირდება.
8. მორიელი - თქვენს ცხოვრებაში დაწყებული პოზიტიური მუხტი შენარჩუნდება და ნოემბერში დაწყებული პროგრესი დეკემბერშიც გაგრძელდება. ეს პერიოდი გასწავლით ადამიანების პატივისცემას და ტოლარანტობის გამოჩენას.
კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს დასვენების საშუალებას მისცემთ და საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე მშვიდ ადგილას წახვალთ. ცოტა ხნით თქვენნაირ ადამიანსაც კი სჭირდება მყუდრო გარემოში ყოფნა, ხმაურისგან გაქცევა.
9. მშვილდოსანი - მხიარულო და საყვარელო მშვილდოსნებო, დაბადების დღეს გილოცავთ! დეკემბერი თქვენი თვეა, თან იუპიტერიც დაგიბრუნდათ და როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი თქვენთვის შესანიშნავი იქნება. სხვებისთვის ინსპირაციის წყარო გახდებით და იმდენად წარმატებულები იქნებით, რომ შესაძლოა გარშემომყოფებს თქვენი შეშურდეთ კიდეც. ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ, როგორც კარიერაში ასევე სასიყვარულო ურთიერთობაში და ყველა შესაძლებლობაზე თქვით ფრაზა: „რატომაც არა?“ და მიიღეთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევა, რადგანაც წარმატება უბრალოდ გარდაუვალია.
გაითვალისწინეთ მხოლოდ ის, რომ მყარად იდგეთ მიწაზე, იყოთ რეალისტები, რადგანაც დეკემბერი სატურნის რეტროგრადირების პერიოდია და მას არ უყვარს მეოცნებეები. განსაკუთრებით წარმატებული იქნება დეკემბრის ბოლო კვირა, რადგანაც მარსი 25 დეკემბრიდან გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში, ხოლო 26 დეკემბერს თქვენს მერვე სახლში, ანუ ცვლილებებისა და ტრანფორმაციის სახლში იქნება სავსე მთვარე და ყოველივე დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
10. თხის რქა - დეკემბრის პირველი კვირა კარიერული თვალსაზრისით იქნება წარმატებული. სამსახურში იგრძნობთ კოლეგებისგან მხარდაჭერას და შესაძლოა,კარიერულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე აიწიოთ.
გირჩევთ, რომ დააწესოთ საზღვრები და ყველა ადამიანს არ მისცეთ თქვენი ცხოვრების გასაღები. სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით გელოდებათ პრობლემები, თუმცა ეს არ იქნება მოუგვარებელი და რთული პრობლემა. 27 დეკემბრიდან ელოდეთ წარმატების მომტან შესაძლებლობებს.
11. მერწყული - გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. დროა, გამოიყენოთ თქვენი საუკეთესო უნარები და მიაღწიოთ წარმატებას. დროა, ყველას აჩვენოთ თქვენი განსაკუთრებული ტალანტი და შესაძლებლობა. პასიური ცხოვრების დრო დამთავრდა. დეკემბერი იქნება შსანიშნავი პერიოდი პრობლემების მოსაგვარებლად.
ყველანაირი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, დაიწყეთ ვარჯიში. დაამყარებთ ახალ კავშირებს და თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წარმატების მომტან შესაძლებლობებს მოგცემენ. მთავარია, გამოიყენოთ ისინი.
12. თევზები - უფრო მკაფიოდ და ნათლად დაინახავთ თქვენს საჭიროებებს. ბოლოსდაბოლოს მიხვდებით, რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის. თქვენი წარმატებული პერიოდი გრძელდება. უბრალოდ შესაძლოა დაღლა იგრძნოთ აქტიური წლის შემდეგ და აღარ იყოთ დეკემბერში ისეთი კრეატიულები, როგორც გჩვევიათ.
გადაწყვეტილებების მიღების დროს მიენდეთ ინტუიციას. საერთოდ საოცარი ინტუიცია გაქვთ, დეკემბერში კი, ის ყველაზე მეტად იქნება გააქტიურებული.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია, დეკემბერი
<a href="https://www.yearly-horoscope.org">https://www.yearly-horoscope.org</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია