ხშირად მოგვისმენია ფრაზა და ალბათ ბევრ თქვენგანს უთქვამს, რომ ყველა დღე ისედაც დედისაა და არ არის საჭირო კონკრეტული თარიღი. Trend.ge-იმ გადაწყვიტა ,დაგათვალიერებინოთ ფოტოები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დედის დღეს ყოველ დღე უნდა აღვნიშნავდეთ, რომ ყოველ დღე უნდა ვეუბნებოდეთ მას, როგორ გვიყვარს, რომ ყოველ დღე უნდა გამოვხატავდეთ სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას.

ფოტოგრაფი პასკალ მენერტსი 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და იღებდა ფოტოებს, რომლებიც ადამიანურ ბუნებას ყველაზე ლამაზი კუთხით წარმოაჩენს.

ვნახოთ მენერტსის ის ფოტოები, რომლებიც დედისა და შვილის ურთიერთობას და დედა-შვილის განსაკუთრებულ კავშირს გვიჩვენებენ:

1. კუსკო, პერუ - რთულია ამ ქალის თვალებში ღირსება და სიამაყე არ დაინახო.

2. ტაშკენტი, უზბეკეთი - დედა-შვილი ერთმანეთს სიყვარულს უზიარებს.

3. ჰავანა, კუბა - ამბობენ, რომ თუ დედა ზრდის ვაჟს, რომელიც მასზე გიჟდება, ის სწორ გზას ადგას.

4. მონღოლეთი - ფოტო, რომელზეც სამი თაობის ქალია აღბეჭდილი.

5. ჰარარი, ეთიოპია - ბედნიერი და მხიარული დედა-შვილი.

6. ბანგლადეში - დედა თავის ვაჟთან ერთად.

7. კიოტო, იაპონია - ამბობენ, რომ როცა ბედნიერებას დედა-შვილი ერთმანეთს უზიარებს, ეს ცხოვრების საუკეთესო და მხიარული მომენტია.

8. ინდოეთი - ფოტო, რომელზეც დედობით გამოწვეული წარმოუდგენელი სიხარული ჩანს.

9. იერუსალიმი - ხელჩაკიდებული პალესტინელი დედა-შვილი.

10. პორტო-ნოვო, ბენინი - ბედნიერი დედა შვილთან ერთად.

11. მალი - დედა ნებისმიერ გარემოსა და სიტუაციაში ზრუნავს თავის შვილზე.

12. შანხაი, ჩინეთი - ის ტკბილი მომენტი, როცა დედა თავის პატარას კვებას და ორივე ბედნიერია.