კვირის ჰოროსკოპი: 16-22 ნოემბერი - რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?
- 14.11.2026
16-22 ნოემბრის კვირა ამბიციურ გეგმებს, ახალ შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკავშირდება. კვირის დასაწყისში მარსისა და იუპიტერის შეერთება მოქმედების სურვილსა და თავდაჯერებულობას გააძლიერებს.
თუმცა შუა კვირაში დაძაბული ასტროლოგიური ასპექტები მოსალოდნელია, ამიტომ სამსახურსა და ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. 22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში გადავა და განწყობაც თანდათან შეიცვლება - გაჩნდება მეტი ოპტიმიზმი, ახალი გეგმებისა და თავგადასავლების სურვილი.
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ვერძებს ენერგიული კვირა ელით. სამსახურში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და საინტერესო პროექტში ჩართვის შანსი მოგეცემათ. შესაძლოა, ახალი შეთავაზებაც მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მეტი ემოცია და სპონტანურობა მოგინდებათ. თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ, ყურადღება კოლეგებს მიაქციეთ - შესაძლოა, მათ შორის ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თქვენს ინტერესს მალევე დაიმსახურებს.
კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ამ კვირაში კუროებისთვის მთავარი ფინანსები, ოჯახური ვალდებულებები და სამომავლო გეგმები იქნება. შესაძლოა, სადღესასწაულო ხარჯების გადახედვა ან ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოგიწიოთ. სამსახურში აჩქარებას მოერიდეთ და ხარისხიან მუშაობაზე გააკეთეთ აქცენტი. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბრის დრო დადგება. მარტოხელა კუროებს ახალი ნაცნობობისთვის მეგობრების დახმარება გამოადგებათ.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპებს ახალი იდეები, საინტერესო შეხვედრები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები ელით. მარსისა და იუპიტერის შეერთებამ შესაძლოა გაბედული ნაბიჯისკენ გიბიძგოთ ან დიდი ხნის წინ გადადებული საქმის დაწყებაში დაგეხმაროთ. თუმცა კვირის შუაში საკუთარ შესაძლებლობებს სწორად შეაფასეთ და იმაზე მეტს ნუ დაჰპირდებით სხვებს, ვიდრე შესრულებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ. მარტოხელა ტყუპებს საინტერესო ნაცნობობა შემოქმედებით გარემოში ელით.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებისთვის ამ კვირაში მნიშვნელოვანი ფინანსური სტაბილურობა და ემოციური სიმშვიდე იქნება. სამსახურში შესაძლოა ახალი მოვალეობები დაგაკისრონ, რაც შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობასაც მოგცემთ. თუმცა ყველა შეთავაზებას დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. კვირის შუაში შესაძლოა ოჯახური ბიუჯეტის ან საერთო ხარჯების საკითხი წამოიჭრას. პირად ცხოვრებაში მეტი ყურადღება და გარკვეულობა მოგინდებათ. მარტოხელა კირჩხიბებმა კი დრო საკუთარ განვითარებას უნდა დაუთმონ.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვირა იქნება. მარსისა და იუპიტერის შეერთება თქვენს ნიშანში თავდაჯერებულობასა და ამბიციებს გაგიძლიერებთ. კარგი პერიოდია პირადი პროექტების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და კარიერული გადაწყვეტილებებისთვის. შესაძლოა, იგრძნოთ, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეგიძლიათ - ნუ შეგეშინდებათ მოქმედების. სიყვარულში მეტი ყურადღება და რომანტიკა მოგინდებათ. მარტოხელა ლომებმა ხშირად უნდა იარონ ხალხში, წყვილებმა კი ურთიერთობაში სიახლე შეიტანონ.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულებისთვის სასურველია, ცოტა შეანელონ ტემპი და საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმონ. შესაძლოა, სამუშაოსგან დასვენება, ზედმეტ ვალდებულებებზე უარის თქმა ან ახლობლებთან ყოფნა მოგინდეთ. სამსახურში ზოგიერთი საკითხის მოგვარებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება. პირად ცხოვრებაში კი ნდობა და ემოციური სიახლოვე გახდება მნიშვნელოვანი. თუ პარტნიორთან სათქმელი დაგიგროვდათ, კვირის ბოლოს გულწრფელი საუბრისთვის კარგი დროა. მარტოხელა ქალწულებმა საინტერესო ნაცნობობებზე უარი არ უნდა თქვან.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორებს ბევრი შეხვედრა და ახალი პროფესიული შესაძლებლობა ელით. შესაძლოა, მეგობრების ან კოლეგების დახმარებით საინტერესო შეთავაზება მიიღოთ ან ახალი პროექტის განხორციელება შეძლოთ. მარსისა და იუპიტერის შეერთება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში დაგეხმარებათ, თუმცა კვირის შუაში სხვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. 14 ნოემბერს ვენერამ პირდაპირი მოძრაობა დაიწყო და ამ ცვლილების შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სიცხადე შეიძლება გაჩნდეს. მარტოხელა სასწორებმა ყურადღება მიაქციონ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მათ მიმართ ინტერესს გამოხატავს.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელებს მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი მიზნების გადახედვა მოუწევთ. 22 ნოემბრამდე მზე თქვენს ნიშანში იმყოფება, ამიტომ კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, მიღწევების წარმოსაჩენად და სამომავლო გეგმების დასასახად. თუმცა კვირის შუა დღეებში შესაძლოა სამსახურში კონკურენცია გამწვავდეს და ხელმძღვანელობასთან ან საქმიან პარტნიორებთან უთანხმოება წარმოიშვას. პირად ცხოვრებაში მეტი სიცხადე გაჩნდება. მარტოხელა მორიელებს საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ, წყვილებს კი მომავლის გეგმებზე საუბარი გამოადგებათ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
კვირის ბოლოს მშვილდოსნებს ახალი ენერგია და მოქმედების სურვილი დაუბრუნდებათ. 22 ნოემბერს მზე თქვენს ნიშანში გადავა და დაიწყება პერიოდი, როდესაც საკუთარი იდეების განხორციელება და ახალი გეგმების დასახვა გაგიადვილდებათ. მანამდე მოერიდეთ მსხვილ შენაძენებსა და კარიერაში მკვეთრი ცვლილებების დაგეგმვას. სამსახურში შესაძლოა სწავლის, მოგზაურობის ან საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში მეტი თავისუფლება და ახალი შთაბეჭდილებები მოგინდებათ. თუ ურთიერთობა ერთფეროვანი გახდა, თავად გამოიჩინეთ ინიციატივა.
თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქებს კარგი კვირა ელით ფინანსური საკითხებისა და ოჯახური ვალდებულებების მოსაგვარებლად. შესაძლოა, პარტნიორთან საერთო ბიუჯეტის ან ოჯახში პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხი კვლავ განიხილოთ. სამსახურში მთავარ მიზნებზე კონცენტრირდით და ზედმეტ კონკურენციაში ნუ ჩაერთვებით. პირად ურთიერთობებში გულახდილობის დროა - ნუ დამალავთ საკუთარ განცდებს და პარტნიორს მშვიდად ესაუბრეთ. მარტოხელა თხის რქებმა კი საკუთარ მიზნებსა და ამბიციებზე უნდა დაფიქრდნენ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებისთვის ამ კვირაში მთავარი თემა ურთიერთობები და პარტნიორობა იქნება - როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. შესაძლოა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ან ერთობლივი პროექტის განხილვა მოგიწიოთ. პირად ურთიერთობებში მეტი გარკვეულობა და ურთიერთგაგება მოგინდებათ. თუ პარტნიორთან რომელიმე საკითხზე შეთანხმებას ვერ ახერხებდით, კვირის შუა დღეებში უთანხმოების მიზეზები უფრო ნათელი გახდება, ბოლოს კი კომპრომისის პოვნის შანსი გაჩნდება. მარტოხელა მერწყულებმა ყურადღება სამუშაო გარემოს მიაქციონ.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზებისთვის კარგი დროა სამუშაო საქმეების მოწესრიგებისა და ყოველდღიური ჩვევების გადასახედად. შესაძლოა, ბევრი ვალდებულება დაგიგროვდათ და ახლა პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა დაგჭირდეთ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა და მზრუნველობა მოგინდებათ. მარტოხელა თევზებმა ყურადღება პროფესიულ წრეში ნაცნობ ადამიანებს მიაქციონ, წყვილებმა კი ერთობლივი დასვენებისთვის გამონახონ დრო. მეგობრებთან შეხვედრა კვირის სასიამოვნოდ დასრულებაში დაგეხმარებათ.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია