როგორ მორთო მელანია ტრამპმა საშობაოდ თეთრი სახლი? - იმოგზაურეთ ზღაპრულ სამყაროში
- 29.11.2018
„ამერიკული საგანძური“ - ასეთი იყო კონცეფცია, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელა წელს აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, თეთრი სახლის საშობაო დეკორაციის შესაქმნელად.
თეთრი სახლის საშობაო და საახალწლო დეკორაცია ყოველთვის შთამბეჭდავია, თუმცა წელს ის კიდევ უფრო მეტი პომპეზურობით გამოირჩა. დეკორში ჭარბობს წითელი, მწვანე, ოქროსფერი და ცისფერი.
თეთრი სახლის საახალწლო მორთულობაზე ზრუნვა მელანია ტრამპმა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. პირველ ლედის ამ საქმეში დიზაინერი ნიკ უოტსი დაეხმარა.
მათ თეთრ სახლში წითელი ნაძვის ხეების ტყე გააკეთეს, რომელიც მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. წითელი ფერის ხეები იდეალურად ერწყმის ღია მწვანე ფერის ხალიჩას.
თეთრ სახლში ნახავთ, მინიატურულ თეთრ სახლსა და მის შემოგარენს, რომელიც თოვლშია ჩაფლული.
თეთრი სახლის ერთ ერთ ჰოლში მწვანე ნაძვის ხეების ტყეც დაგხვდებათ, რომლებიც წითელი სათამაშოებითა და ნათურებითაა გაფორმებული.
მელანიას თეთრი სახლის ცნობილი წითელი ოთახიც არ დაუტოვებია დეკორის გარეშე. აქ ნახავთ საახალწლოდ მორთულ ბუხარსა და ნაძვის ხეს.
აღმოსავლეთის ჰოლში ორი დიდი ნაძვის ხე დადგეს. საახალწლო დეკორაციით გააფორმეს ბუხრები და სარკეები.
სხვადასხვა საახალწლო ორნამენტებით და აქსესუარებით მორთეს თეთრი სახლის ბიბლიოთეკა.
ჩინეთის ოთახში ნაძვის ხე არ დგას, თუმცა დეკორაციით სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა.
ეს ოქროსფერი სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე თეთრი სახლის დასავლეთ ფრთას ამშვენებს და მას საოჯახო ნაძვის ხეს უწოდებენ.
ეს კიდევ ერთი გრანდიოზული ნაძვის ხეა თეთრ სახლში, რომელიც ლურჯ ოთახში დგას.
თემები: აშშ, ტრამპი, მელანია ტრამპი, ახალი წელი, შობა, თეთრი სახლი
<a href="https://www.washingtonian.com" target="_blank">https://www.washingtonian.com</a>