თუ თქვენ ზამთარი არ გიყვართ და ცდილობთ, არდადეგებზე სიცივისგან თავის დასაღწევად თბილ ადგილებს მიაშუროთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაიფიქრებთ. ამ საოცარი ადგილების სანახავად გამორიცხულია სიცივემ უარი გათქმევინოთ.

1. WHITEFISH - მონტანა, აშშ

სამთო-სათხილამურო ქალაქი გამორჩეულია საოცარი ინფრასტუქტურითა და ტბით, სადაც ფოტოების გადაღებაზე მოგზაურები ოცნებობენ.

2. LAKE TAHOE- კალიფორნია, აშშ

აქ საოცარი ხედებია მზის ჩასვლის დროს. მოგზაურებს ყველაზე მეტი ფოტოები ჰო ტაჰოს ტბიდან აქვთ.

3. GULLFOSS - ისლანდია

გულფოსის ჩანჩქერის ნახვა ზამთარში დღესასწაულია.

4. SVALBARD - ნორვეგია

სვალბარდის კუნძულები ნორვეგიაში, ჩრილოეთ პოლუსთან. თოვლით დაფარული გარემო, ფერადი, პრიმიტიული ფორმის საცხოვრებლები და ველური ბუნება, სადაც ჩრდლოეთის ნათებისა და პოლარული ღამის ჭრელი პეიზაჟები ცვლიან ერთმანეთს, ხოლო ქუჩებში თეთრი დათვები და ირმები დასეირნობენ.

5. LAKE BLED - სლოვენია

სლოვენიის ქალაქი ბლედი- არის ძალიან პოპულარული და ლამაზი ტურისტული ადგილი. ქალაქი შთამბეჭდავია თვალწარმტაცი-ტბა ბლედის წყალობით. ტბა მდებარეობს სლოვენიის ულამაზესს შემოგარენში…

6. MAMMOTH CAVE NATIONAL PARK- კენკუტი, აშშ

მამონტის მღვიმის ეროვნული პარკი — მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში კენტუკის შტატში. ეს მღვიმე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმაა. პარკის ფართობი შეადგენს 214 კმ²-ს და მდებარეობს ქალაქ ბრაუნსვილის სიახლოვეს.

7. LAKE BAIKAL- რუსეთი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე.

8. JIGOKUDANI MONKEY PARK- იაპონია

ჯიკოგუდანის მაიმუნების პარკი ცხელი თერმული წყლის გამო გახდა ცნობილი. სწორედ მიწიდან ამომავალი ცხელი, მდუღარე წყლის გამო მას „ჯოჯოხეთის ველსაც უწოდებენ“. პარკში დიდი რაოდენობით შეგიძლიათ იხილოთ ზამთრის მაიმუნები (Snow Monkeys), რომლებიც ზამთარში, თოვლის მოსვლის შემდეგ ხშირად სტუმრობენ თერმულ ველს.

9. KIRKJUFELL- ისლანდია

კირკჯუფელი ისლანდია

10. ABISKO - შვედეთი

გეოგრაფიულად, აბისკო მდებარეობს ლაპლანდიის რეგიონში, ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს.