ბრედ პიტისა და შარლიზ ტერონის სიყვარულის ამბავი - ჰოლივუდს ახალი ვარსკვლავური წყვილი ჰყავს
- 21.01.2019
ყველა დროის ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცად აღიარებულმა მსახიობმა, ბრედ პიტმა, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალური განშორებიდან ორი წლის შემდეგ, ახალი სიყვარული იპოვნა.
როგორც გამოცემა The Sun წერს, 55 წლის პიტის ახალი რჩეული 43 წლის მსახიობი, შარლიზ ტერონია.
გამოცემის ცნობით, წყვილს ერთმანეთი ულამაზესი შარლიზ ტერონის ყოფილმა შეყვარებულმა, შონ პენიმ გააცნო. პაპარაცებმა ბრედი და შარლიზი ერთ-ერთ ბარში ნახეს, სადაც ისინი ღიად, ყველას თვალწინ ამჟღავნებდნენ ერთმანეთისადმი საკმაოდ ახლო დამოკიდებულებას.
The sun სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შარლიზ ტერონი ბრედ პიტს სახლშიც ხშირად სტუმრობს და მათ შორის უკვე სერიოზული სასიყვარულო კავშირია.
ჯერჯერობით, ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა ტაბლოიდების ახალმა ამბავმა ბრედ პიტისა და შარლიზ ტერონის ფანები გაახარა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ შარლიზი და ბრედი ძალიან უხდებიან ერთმანეთს, რასაც რთულია, არ დავეთანხმოთ.
რაც შეეხება ბრედ პიტის ყოფილ ცოლს, ანჯელინა ჯოლის, ყვითელმა პრესამ ბრედთან დაშორების შემდეგ, ის არაერთხელ დააწყვილა სხვადასხვა ცნობილ მამაკაცთან, ბოლოს კი, დევიდ ბეკჰემთან რომანზეც წერდნენ, თუმცა ეს ყველაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა.
თემები: ქალი, ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი, რჩევები, ვარსკვლავები, ჭორები, შარლიზ ტერონი
<a href="https://www.dailymail.co.uk">https://www.dailymail.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია