20 დაუწერელი წესი - კარგი იქნებოდა, რომ ყველა მათგანი ნამდვილი კანონი ყოფილიყო
- 25.03.2019
გინახავთ, როგორ უყურებს ზოგიერთი ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში „სმარტფონით“ვიდეოს ყურსასმენების გარეშე?ან ოფისში მუშაობის დროს კოლეგების სრულიად უსარგებლო ხმამაღალ ჭორაობას შეუწუხებიხართ?
Reddit-ის მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ასეთი კითხვა დასვა - „რა არის ერთი დაუწერელი კანონი, რომელსაც ყველა უნდა ითვალისწინებდეს?“ კითხვაზე მან უამრავი ადამიანისგან მიიღო პასუხი. ათასობით პასუხიდან ვნახოთ 20 მთავარი დაუწერელი წესი, რომლებსაც ყველა უნდა ითვალისწინებდეს და კარგი იქნებოდა, რომ ნამდვილი კანონები ყოფილიყო.
1. როცა ვინმე ფოტოს გაჩვენებთ, ნახეთ ეს ფოტო და საკმარისია, ნუ დაიწყებთ სხვა ფოტოების დათვალიერებასაც უნებართვოდ.
2. სხვის ქორწილში საყვარელ ადამიანს ნუ შესთავაზებთ დაქორწინებას. ამისთვის სხვა დრო და გარემო შეარჩიეთ.
3. თუ რაიმე ნივთს უკვე მესამედ სთხოვ ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ნივთი ძალიან გჭირდება და დროა, იყიდო.
4. ნუ გააცხელებ თევზს ოფისის სამზარეულოში.
5. არ აღნინიშნო ადამიანის ფიზიკური ნაკლოვანებები, ნუ გაუსვამ ხაზს, როცა სხვის ვიზუალში რაიმე არ მოგწონს.
6. არ მისცე მეგობარს უფლება, რომ საჭესთან ნასვამი დაჯდეს.
7. „როდის აპირებ შვილის გაჩენას?“ - ნუ ჰკითხავ ამას ქალს, განსაკუთრებით კი მას, რომელსაც კარგად არც კი იცნობ.
8. არ დატოვო საშოპინგე ეტლი შუა მაღაზიაში.
9. თუ მუსიკის მოსმენა გსურთ ტელეფონით, ან გინდათ, რომ ვიდეოს უყუროთ, მოითმინეთ სახლში მისვლამდე, ან შეიძინეთ ყურსასმენები.
10. მანქანის მართვის დროს ნუ ეცდები სხვა რამეზე ყურადღების გადატანას. ავარიების დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ ხდება, რომ მძღოლები მანქანის მართვასთან ერთად სხვა რაღაცებსაც უთმობენ ყურადღებას.
11. იყავი კეთილი უცნობების მიმართ, რადგანაც სამყარო უჩვეულო რამაა და არავინ იცის შენი გაკეთებული საქმე წინ როდის დაგხვდება.
12. როცა ვინმე კითხვას გისვამს, შენი პასუხი ასე დაასრულე - „და შენ რას იტყვი ამაზე?“
13. მიეცი ადამიანს პირადი სივრცე.
14. ნუ სთხოვთ ადამიანს რაიმეს, თუ მას თავისთვისაც მხოლოდ ერთი ცალი აქვს. მაგ: თამბაქოს, საღეჭ რეზინს, ბოლო ნაჭერ ნამცხვარს და.შ.
15. თუ ადამიანი აკეთებს რაიმეს რაც მას ბედნიერსა და თავდაჯერებულს ხდის და თავისი ქმედებით გულს არავის სტკენს, აცადეთ მას ამ საქმის კეთება და მიეცი ბედნიერების საშუალება.
16. „საჭიროა ამის თქმა?“„საჭიროა ამის თქმა ახლა?“„მე უნდა ვიყო ის ადამიანი, ვინც ამ საკითხზე უნდა ისაუბროს?“ - თუ ყველა ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“, წადით და თქვით ყველაფერი.
17. იყიდე სატუმბი მანამ, სანამ ის დაგჭირდება.
18. უმაკიაჟო ქალს ნუ ეტყვი, რომ ის დაღლილად გამოიყურება.
19. თუ რჩევას არ გთხოვ, ნუ გიკვირს. ე.ი. არ მჭირდება შენგან რჩევა.
20. ვაქცინაცია აუცილებელია - აიცერი!
თქვენთვის რა არის ერთი დაუწერელი კანონი, რომელსაც ყველა უნდა ითვალისწინებდეს?
თემები: ყურადღება, ურთიერთობა, დაბრკოლებები, მზრუნველობა
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია