მსოფლიო დღეს საუკეთესო მასწავლებელს ირჩევს - ვინ არიან ლადო აფხაზავას კონკურენტები
- 24.03.2019
დღეს, 18 საათზე, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალურ ათეულში მოხვდა ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა, მასწავლებელი ჩიბათიდან, რომლის შესახებაც მედიაში დიდი ხანია რაც უამრავი საინტერესო ინფორმაცია იწერება.
გაგაცნობთ ლადო აფხაზავას კონკურენტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
10. სვარუპ რავალი, ინდოეთი
სვარუპის სწავლება მრავალფეროვანია, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა სოციალური ფენის ბავშვებთან იმუშაოს, რომლების დიდი ნაწილიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ქუჩაში, ან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ცხოვრობენ პერიფერიებში. მასწავლებელი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს სიმღერას, ხატვას, სხვადასხვა ტიპის თამაშებს. ის ხშირად გამოდის მოხსენებებით როგორც საერთაშორისო, ასევე ნაციონალურ კონფერენციებზე.
9. ლადო აფხაზავა, საქართველო, ჩიბათი
აფხაზავა გურიაში, კერძოს კი სოფელ ჩიბათის სკოლაში მუშაობს. მან დააფუძნა ბანაკი რთულ სოციალურ სიტუაციაში მყოფი ბავშვებისათვის, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას იღებდნენ, ამავე დროს იგი არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.
გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმერ აფხაზავა გურიაში სასათბურე მეურნეობების ჩამოყალიბებას აპირებს.
8. მარტინ სალვეტი, არგენტინა, ბუენოს აირესი
მარტინ სალვეტის ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. მასწავლებლობა მისი ოცნება არ ყოფილა. ერთ დღეს. უნივერსიტეტის ხარჯების დასაფარად, დამატებით საქმიანობად რეპეტიტორობა დაიწყო და იმდენად მოეწონა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, სკოლის მასწავლებელობა გადაწყვიტა.
სკოლის საფეხბურთო გუნდი, რომელიც მასწავლებლემა შექმნა ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა შემდგომი მუშაობისთვის. მარტინის სკოლამ მიიღო დაფინანსება რადიო და კინოპროექტისთვის, ბენდის შესაქმნელად. 2007 წელს მარტინმა და მისმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნაციონალურ კონკურსში და მიღებული თანხით, 2008 წლიდან, გამართეს სასკოლო რადიო და დაიწყეს ადგილობრივ მოსახლეობაში ტრანსლირება.
გარდა რადიოსი, მარტინს ეკუთვნის ძალიან საინტერესო პროექტი - ერთი მანქანა ერთი ცხენისთვის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები არემონტებენ მოტოციკლეტებსა და ძველ მანქანებს და ცვლიან მათ ცხენებზე, რომელთაც მძიმე შრომისთვის იყენებენ და სასტიკად ექცევიან.
7. იასოდაი სელვაკუმარანი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია
ის თავის ქვეყანაში ეროვნულ დონეზე აღიარებული მასწავლებელი და ლიდერია. იასოდაი დასავლეთ სიდნეიში მდებარე, რუთი ჰილის უმაღლეს სკოლაში ასწავლის. მისი მოსწავლეები ღარიბები, სხვადასხვა კულტურულ და ლინგვისტურ ჯგუფების წარმომადგენლები არიან.
2016-2017 წლებში, რუთი ჰილის სკოლა, ავსტრალიის 40 ყველაზე ინოვატორულ სკოლას შორის დასახელდა, ხოლო 2017 წელს, ჟურნალმა The Educator Australia იასოდაი ავსტრალიულ განათლებაში 35 წლამდე ასაკის 30 ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.
6. ჰიდეკაზუ შოტო, იაპონია, კიოტო
მისი მეთოდი უნიკალურია და ინგლისური ენის საზღვარგარეთ წასვლის გარეშე სრულყოფილად შესწავლას ეხება. სწავლებისას იყენებს Skype-სა და Minecraft-ს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ჰქონდეთ ურთიერთობა ინგლისურ ენაზე სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან.
ჰიდეკაზუს სწავლების მეთოდს Microsoft-მა „მაინკრფტის“ განათლების ჯილდო მიანიჭა. მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს მოიპოვების შემთხვევაში, ჰიდეკაზუ აპირებს შექმნას ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარება იაპონიაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უცხოთეთთან ინფორმაციის გაცვლაში.
5. დებორა გაროფალო, ბრაზილია, სან პაულო
დებორა სან პაულოს გარეუბნის სკოლაში მუშაობისას მიხვდა რომმოსწავლეებს საჭირო ტექნოლოგიური განათლება არ გააჩნდათ. შესაბამისად სკოლაც არ იყო სათანადო რესურსებით აღჭურვილი.
ის ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდა მოეტანათ ნივთები, რომლებიც სანაგვეზე გადასაყრელად მიაჩნდათ და მათი გამოყენებით დაიწყო მარტივი პროექტებით „შექმნის“ სწავლება. მან მოსწავლეებს თანდათან გააცნო ელექტრონიკის საფუძვლები და გადავიდა რთული რობოტებისა და მიკროსქემების შექმნაზე. საბოლოოდ, პროექტში 2 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო და 700 კილოგრამი ნაგვისგან სრულიად ახალი ნივთები შეიქმნეს, ეს იყო რობოტების, თვითმფრინავების, ნავების პროტოტიპები.
4. დეიზი მარტენსი, ჰოლანდია, ჰელმოდნი
სკოლაში, სადაც დეიზი ასწავლის, 30 სხვადასხვა ეროვნების ბავშვი სწავლობს. მისი სწავლების პრინციპია, მოსწავლეების თანაბარი მონაწილეობა მათივე სწავლის დაგეგმვაში, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ ძლიერი მოტივაცია და მიზნები.
დეიზიმ 2016 წელს ჰოლანდიის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიიღო. ამის შემდეგ, იგი ქვეყნის მასშტაბით, მასწავლებელთა მოსამზადებელ კოლეჯებში მართავდა პრეზენტაციებს და კითხულობდა ლექციებს მასწავლებელთა ეროვნულ კონგრესში.
3. ენდრიუ მოფატი, დიდი ბრიტანეთი, ბირმინგემი
ენდრიუ ასწავლის პარკფილდის საზოგადოებრივ სკოლაში, ბირმინგემის ერთ-ერთ ღარიბულ დასახლებაში, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. ყოველი 10 მოსწავლიდან 9-ისთვის ინგლისური არამშობლიური ენაა.
ენდრიუს სასწავლო პროგრამა „No Outsiders“ მიზნად ისახავს მოსწავლეების სულიერ, მორალურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ის ასევე აწყობს ვორქშოფებს მშობლებისა და ბავშვების ერთობლივი ჩართულობით. თავის პროგრამას იგი, ასევე, იყენებს რადიკალიზმთან ბრძოლის ინსტრუმენტად.
ენდრიუ სკოლის შემდეგ ჩართულია „პარკფილდის ელჩების კლუბში“, სადაც მისი სკოლის მოსწავლეებს, რომელთა 99% ისლამის მიმდევარია, აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ და გაეცნონ სხვა რელიგიის, რასისა და კულტურის წარმომადგენელ ბავშვებს.
2. მელისა სალგუერო, აშშ, ნიუ იორკი
სკოლა, სადაც მელისამ მუშაობა დაიწყო, მუსიკალური ინსტრუმენტები და რესურსები არ იყო. ჯოზეფ რ. დრეიკის სახელობის დაწყებითი სკოლაში, ბავშვებისათვის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ ითვლება, აქ 59 პროცენტზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს.
2013 წელს მელისა სალგუერო დასახელდა საუკეთესო მასწავლებლად ნომინაციაში – Big Apple Awards & Lincoln Center Arts Teacher. 2014 წლის ზაფხულის არდადეგებზე მელისას მოპოვებული 30 000 დოლარი მოპარეს. მიუხედავად ამისა, მან მოსწავლეებთან ერთად ჩაწერა მუსიკალური ვიდეო, რომელმაც ცნობილი ამერიკელი წამყვანის, ელენ დეჯერენესის ყურადღება მიიქცია და სკოლას 50 000 დოლარის ღირებულების ინსტრუმენტები აჩუქა.
2018 წელს მელისა სალგუერომ „გრემი“ – მუსიკალური განმანათლებლის ჯილდო მიიღო მუსიკალურ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის.
1. პიტერ ტაბიჩი, კენია, ნაკურუ
სკოლა, სადაც პიტერი ასწავლის, კენიის ცენტრისგან მოშორებით, ღარიბ რეგიონში მდებარეობს. იქ გვალვა, სიღარიბე, შიმშილი ყოველდღიურობაა. ბავშვების დიდი ნაწილი სრულად ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. სერიოზული პრობლემაა ნარკომანია, თვითმკვლელობა, ადრეულ ასაკში ფეხმძიმობა და გათხოვება.
მასწავლებლის ხელფასის თითქმის 80 პროცენტი მათ დასახმარებლად იხარჯება. ის ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის პროექტების შექმნაში. მისი გუნდები მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებზე და სწორედ იქ წარადგენენ ნამუშევრებს.
P.S. როგორც დაჯილდოვებიდან გახდა ცნობილი, "მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019"-ის გამარჯვებული კენიელი პიტერ ტაბიჩია.
თემები: მასწავლებელი, ლადო აფხაზავა, ჯილდო
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია