LIFE

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

1. დაუკრა - ეს ნიშნავს გაჰყვე ტრადიციას. მუსიკას ასწავლიდნენ ყველა არისტოკრატს. მუზიცირება - ეს ბრწყინვალება და შიკია, მაღალი საზოგადოების მანერების აპოთეოზი.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

2. მუსიკაში მეცადინეობები აყალიბებენ ნებისყოფასა და დისციპლინას: ინსტრუმენტზე მეცადინეობა საჭიროა მუდმივად და რეგულარულად. თითქმის იგივე შეუპოვრობით, რომლითაც ჩემპიონები ვარჯიშობენ სპორტულ დარბაზში და ყინულზე.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

3. მუსიკაში მეცადინეობით ბავშვი ანვითარებს მათემატიკურ უნარს. საჭირო კლავიშებზე მოხვედრით ის სივრცობრივად აზროვნებს, მანიპულირებს აბსტრაქტული ხმოვანი ფიგურებით და იმახსოვრებს ნოტების ტექსტს, იცის, რომ მუსიკალურ პიესაში მათემატიკური მტკიცებულების მსგავსად: არც დააკლებ, არც მიუმატებ. შემთხვევით არ უკრავდა ალბერტ აინშტაინი ვიოლინოზე.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

4. მუსიკა და ენა - ტყუპი ძმები არიან. ფრაზები და წინადადებები, მძიმეები და წერტილები, კითხვები და ძახილები არის მუსიკაშიც, მეტყველებაშიც. ვინც უკრავს და მღერის, უფრო ადვილად იმახსოვრებს უცხო სიტყვებს, უფრო სწრაფად ითვისებს გრამატიკას.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

5. მუსიკა სტრუქტურულია და იერარქიული: მსხვილი ნაწარმოებები იყოფა ნაკლებად მსხვილ ნაზილებზე, რომლებიც თავის მხრივ იყოფა მცირე თემებსა და ფრაგმენტებზე, რომლებიც შედგება წვრილი ფრაზებისა და მოტივებისგან. მუსიკას პირდაპირ კომპიუტერული მეცნიერებების მწვერვალებისკენ მიჰყავს. შემთხვევით არ ანიჭებს ფირმა Microsoft-ი უპირატესობას თანამშრომლებს მუსიკალური განათლებით.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

6. მუსიკაში მეცადინეობები ანვითარებენ ურთიერთობების უნარებს. სწავლის განმავლობაში ბავშვი-მუსიკოსი გაიცნობს მოცარტს, ბახს, შოპენს და სხვა ძალიან სხვადასხვანაირ მუსიკალურ პერსონებს. როცა ის უკრავს, მას უწევს მათში გარდასახვა და პუბლიკისადმი მათი ხასიათის, ხმისა და ჟესტების მიტანა. ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება ბიზნესმენის ნიჭამდე, რომლისთვის თითქმის მთავარია - მოძებნოს საერთო ენა ადამიანებთან.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

7. მუსიკოსები გულჩვილები და ამავდროულად მამაკაცურები არიან. როგორც ამტკიცებენ ფსიქოლოგები, მუსიკოსი მამაკაცები გრძნობადები არიან, როგორც ქალები, მუსიკოსი ქალები კი მამაკაცებივით გამძლე და სულით მტკიცეები არიან. მუსიკა არბილებს ხასიათს, მაგრამ მასში წარმატებებს რომ მიაღწიო, მამაკაცური უნდა იყო.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

8. მუსიკაში მეცადინეობები „ბრძანებით ჩართვას“ აჩვევენ. მუსიკოსებს ნაკლებად ეშინიათ საშინელი სიტყვის deadline - სამუშაოს ჩაბარების ვადა. მუსიკალურ სკოლაში არ შეიძლება ჩათვლისა და კონცერტის გადატანა ხვალისთვის ან ერთი კვირით. მსახიობის მდგომარეობა სცენაზე აჩვევს მაქსიმალურ მზადყოფნას „შეკვეთით“, და ბავშვი ასეთი გამოცდილებით არ ჩააგდებს სერიოზულ გამოცდას, ინტერვიუს სამსახურში მიღების დროს და საპასუხისმგებლო მოხსენებას.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

9. მუსიკალური მეცადინეობები ზრდიან პატარა „ცეზარებს“, რომლებსაც შეუძლიათ ერთბაშად ბევრი საქმის კეთება. მუსიკა ეხმარება რამდენიმე ერთდროული პროცესების ორიენტირებაში: ასე, ფურცლიდან მკითხველი პიანისტი ერთბაშად აკეთებს რამდენიმე საქმეს - ახსოვს წარსულის შესახებ, იყურება მომავალში და აკონტროლებს აწმყოს. მუსიკა აჩვევს იაზროვნო და იცხოვრო რამდენიმე მიმართულებით. ბავშვ-მუსიკოსს გაუადვილდება რამდენიმე ცხოვრებისეულ ბილიკზე გარბენა და ყველგან პირველი მისვლა.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში

10. მუსიკა - ყველაზე საუკეთესო გზაა ცხოვრებისეული წარმატებისკენ. გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ცნობილ ადამიანს მუსიკალური წარსული აქვთ. შეხედეთ წარმატებულ ადამიანებს ნებისმიერ სფეროში, ჰკითხეთ, ბავშვობაში ხომ არ მეცადინეობდნენ მუსიკაში, თუნდაც ცოტა ხნით. რა თქმა უნდა, მეცადინეობდნენ. და ჩვენ ნამდვილად გვაქვს 10 მიზეზი ბავშვი შევიყვანოთ მუსიკაზე.

10 მიზეზი შეიყვანოთ ბავშვი მუსიკალურ სკოლაში



<a href="http://fit4brain.com">http://fit4brain.com</a>