სინამდვილეში შენ ყოველთვის მარტო იყავი, მაგრამ ამას ადამიანი ყოველთვის გვიან იგებს. მშობლები კვდებიან, ქმრები იცვლებიან, საყვარლები ღალატობენ, შვილები იზრდებიან. ან შენ თვითონ მიდიხარ მათგან, რადგან ახლა ისინი უკვე უცხოები არიან. ტყდება ის, რაც ჯერ კიდევ გუშინ მუშაობდა. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, გახსოვდეს: მარტოობა ყოველთვის ახლოა. უკეთესია, თუ წინასწარ იქნები მზად.
1. ყველა, გარდა ახლო ნათესავებისა, შეიძლება შეცვალო. შეუშვი ახალი ადამიანები საკუთარ ცხოვრებაში, თუნდაც ჯერ არ გესმოდეს, გაქვთ თუ არა საერთო. ერთხელ, როდესაც მიხვდები, რომ დარჩი მარტო, ეს გადაგარჩენს.
2. ყოველთვის მოსინჯე ახალი: საკვები, ტანსაცმელი, მარშრუტები, გაჯეტები, ფილმები, წიგნები და თეორიები. არ მისცე ტვინს საშუალება შეეჩვიოს ერთი და იგივეს.
3. აპატიე ყველას, ვისი პატიებაც შეიძლება, დანარჩენები დაივიწყე. დავიწყება - საუკეთესო დასჯაა და საუკეთესო წამალი. და არასოდეს არავისთან იკამათო.
4. არ იჩქარო. ყველაფერი, რაც სწრაფად ხდება, დიდხანს არ ცოცხლობს. თუ ნამდვილად გინდა რაიმეს გაკეთება - გააკეთებ. თუ გადაიფიქრე, ესე იგი არ იყო საჭირო. სარისკო სურვილები და საქციელი გადადე. მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთე რაიმე, რაშიც არ ხარ დარწმუნებული და სურვილი დაჟინებით გდევნის დიდი ხნის მანძილზე.
5. არ დაყარო ფარ-ხმალი, სანამ რაღაც გინდა. იღბალი - ეს გამოცდილებაა, ანუ - განმეორებების რაოდენობა. ნებისმიერი წარუმატებლობა - გამოცდილების უკმარისობაა და კომპენსირდება გამოცდილებით. სიმამაცე და რისკი - ეს გამოცდილებაა. ის, რაც ხანდახან გამოიყურება როგორც თავხედობა, - ეს გამოცდილებაა. სიმყარე, მოთმინება, პატიების უნარი და დამოუკიდებლობა - ყველაფერი ეს გამოცდილებაა. მთავარია - არ დანებდე, სანამ რაიმე გინდა.
6. არაფერი არ არის დასასრული, მაგრამ დასასრული ახლოს არის. და უფრო სასარგებლო იქნება იფიქრო, რომ ის - ხვალეა. მაშინ უფრო გაგიადვილდება მისდიო ყველა ამ პუნქტს.
7. რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ იზრუნე საკუთარ სხეულზე, სხვაგვარად ის მოულოდნელად შურს იძიებს შენზე. შეიძინე ჩვევა ჰკითხო რა უნდა მას და შეასრულო ეს. თუ არასოდეს არ მოგისმენია საკუთარი სხეულისთვის და არ იცი, როგორ საუბრობს ის, დაიწყე მარტივი რაღაცეებით, როგორიცაა გასეირნება ტყეში ან პარკში, ცურვა ან იოგა. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდება: სხეული მოლოდინშია, რომ მას მოუსმინონ.
8. რომანტიკა, სიყვარული და ვნება - ეს მშვენიერია. მაგრამ თუ აგერევა ეს ყველაფერი სექსთან, შეიძლება დიდი ხნით დარჩე მის გარეშე. ეს კი სულელურია და მავნე. მოიქეცი ისე, რომ გქონდეს სექსი.
9. უკანასკნელი რამ, რაზეც უნდა იღელვო, - რას იფიქრებს შენზე ხალხი. ხალხი ძირითადად ფიქრობს საკუთარ თავზე, ასევე - შენზე, მხოლოდ საკუთარი საზომით. ანუ ისინი არ ფიქრობენ არც შენზე, არც ერთმანეთზე. გააკეთე ის, რაც გინდა.
10. გეშინოდეს დარწმუნებულობის. დარწმუნებულობა - მარაზმის დასაწყისია. გქონდეს ეჭვი, დაუშვი სხვა ვარიანტები, დატოვე ღიად უკან დასახევი გზები საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის.
P.S. ეს ერთადერთი პუნქტია, რომელშიც დარწმუნებული უნდა იყო: გაუფრთხილდი მეგობრებს. მეგობრები - ერთადერთია, რაც უნდა დააგროვო. ერთხელ მიხვდები, რომ მარტო დარჩი, მეგობრები კი მოვლენ და გეტყვიან: გაგიჟდი? შენ ხომ ჩვენ გყევართ. და ეს სიმართლეა.
თემები: ფსიქოლოგია, ქალები, რჩევები, მარტოობა
<a href="https://www.facebook.com/psyh.ru">https://www.facebook.com/psyh.ru</a>