1. გლამურული შიკი
სუპერმბზინავი მაკიაჟი, მეტალიზირებული ქსოვილი, ნაქარგი ბისერით, ქსოვილი ლურექსით. ახლა ეს ნივთები პოპულარობის პიკზეა, მაღაზიაში მათი შოვნა არ გაგიჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ სამკაულები. ისინი შემატებენ საჭირო შტრიხს, რათა გამოიყურებოდეთ ბრწყინვალედ თავიდან-ფეხებამდე.
2. თამამი ელეგანტურობა
ფერების ველური შეხამება, მკვეთრი პრინტები, ფოჩები, უჩვეულო საყურეები და სამაჯურები, მაღალი ქუსლი და კატის თვალები - ყველაფერი ეს იდეალურად მუშაობს თამამი, მაგრამ დახვეწილი ლედის განსახიერების შესაქმნელად. ნუ შეგეშინდებათ იყოთ ცოტათი ველური. დაე, ეს თქვენი საღამო იყოს.
3. პატარა შავი კაბა
ის გადაგარჩენთ ნებისმიერ სიტუაციაში. შემატეთ ლუქს მარგალიტის მძივი და წითელი ტუჩები - და სტილი მზად არის! ეჭვი არ შეგეპაროთ, ლაკონურობის მიუხედავად, თქვენ ბრწყინვალე იქნებით.
4. რეტრო სტილი
ვინტაჟური კაბები ნიუ-ლუქის სტილში გამოიყურება რომანტიკულად და ქალურად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - აქსესუარები. მშვენიერ ვარიანტად იქნება გრძელი ხავერდის ხელთათმანები და სტილური კლატჩი.
5. სმოკინგი
გინდათ ნამდვილად მოახდინოთ შთაბეჭდილება სტუმრებზე? შეაჩერეთ თქვენი არჩევანი სმოკინგზე. განსაკუთრებით თუ შემატებთ განსახიერებას ჰალსტუხს ან ბაფთას, წვრილ შპილკებს და სტრაზებით გაწყობილ კლატჩს.
6. Black tie
ყველაზე მკაცრი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი დრეს-კოდი ოფიციალური და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ის ითვალისწინებს ბრწყინვალე საღამო კაბებს, დახვეწილ მაკიაჟს და მოვლილ ვარცხნილობას. ფეხსაცმელები - ეს, რა თქმა უნდა, ქუსლებია.
7. Total look
Total look-ი ერთ ფერში - ყველაზე მარტივი ხერხია გამოიყურებოდეთ უფრო მოხდენილად, ვიზუალურად დაგრძელებული ფიგურით. შეიძლება არჩევანი შეაჩეროთ უბრალო ფერებზე: შავზე, თეთრზე ან წითელზე. შეიძლება აირჩიოთ უფრო რთული ფერები: ვარდისფერი, მარჯნისფერი, ზღვის ტალღის ფერი. შესანიშნავად მუშაობს ასევე ფაქტურების შერევა. ნუ შეგეშინდებათ შეახამოთ ტყავი მაქმანთან, აბრეშუმი ხავერდთან, შიფონი გობელენთან.
8. Casual
ვინ თქვა, რომ წვეულებაზე არ შეიძლება გამოჩნდე ჩვეულებრივი ჯინსებითა და მაქმანებიანი ტოპით? გავრცელებული აზრის მიუხედავად, ქეჟუალის სტილის ტანსაცმელი შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან სადღესასწაულოდ.
9. ანიმალისტიკა
გველის, ლეოპარდის, ვეფხვის პრინტი გაქცევთ ნამდვილ მტაცებელად. გაითვალისწინეთ: ცხოველური პრინტები ყველაზე კარგად ეხამება შავ ნივთებს.
თემები: მოდა, ტრენდი, ქალები, რჩევები, 2019 წელი
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია