სტილი

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

როდესაც თემა ჩაცმას და აქსესუარებს ეხება, ქალები ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ერთხელ როდესაც ჩემი საყიდლებით დაღლილი ქმარი მელოდებოდა, შეამჩნია ის ფაქტი, რომ უამრავი განსხვავებული ქალი, მაღაზიიდან ერთნაირი დაძეძგილი პარკით გამოდიოდა. H&M ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაღაზიაა, შეიძლება ის საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდეს. მიზეზი ბევრია, თუმცა აქ 5 გამოვყოფდი:

1. ხელმისაწვდომი

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

მიყვარს ზაფხულის მაისურები, რომლის შეძენა 15 ლარზე ნაკლები შეიძლება დაგიჯდეთ. გარდა პრაქტიკულისა, მაისურები საკმაოდ გამძლეა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი: ფეხსაცმელი, ჯინსი, შარვლები, კაბა და აქსესუარები.
ზოგიერთი მათგანი რამდენიმე სეზონიც კი გამომადგა.

2. ტრენდული

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

H&Mის პრემიალური ხაზი, რომელსაც სხვადასხვა დიზაინერებთან ერთად ქმნის (Alexander Wang, Versace, Isabel Marant, Karl Lagerfeld) ბრენდი, ტრენდთან ყოველთვის სინქრონშია. ის იდეალურია, როგორც ყოველდღიურობისთვის, ასევე მეგობრებთან ერთად სადმე წასასვლელად და რომანტიკული ვახშმისთვის.

3. შეგიძლია იპოვო შენი პერსონალური სტილი ყველგან

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

H&Mის მაღაზია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეგხვდებათ. ის ფაქტი, რომ ერთი სტილის ტანსაცმელი შემიძლია სხვადასხვა ქვეყანაში შევიძინო, საგრძნობლად ამსუბუქებს ჩემს ბარგს.

4. მოსახერხებელი

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

შემიძლია დავადასტურო, რომ H&M ტანსაცმელი ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. დიდხნიანი მოგზაურობის დროს და არაკომფორტულ ადგილებში ყოფნისას განსაკუთრებით გჭირდება ტანსაცმელი, რომელიც სუნთქავს, H&M აქვს სპეციალური ხაზი, როგორც სპორტული, ასევე ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის.

5. კლასიკური

5 მიზეზი რატომ უნდა გაგვიხარდეს H&Mის საქართველოში შემოსვლა

ვინ თქვა, რომ იაფფასიანი ტანსაცმელი არ შეიძლება იყოს კლასიკური?! ჩვენს ხასიათს და შინაგან მდგომარეობას სტილი გამოხატავს და არა ძვირადღირებული ნივთები.

ეს არის მოკლედ, თუ რატომ მინდა, რომ H&M მალე თბილისშიც გამოჩნდეს.



წყარო:&nbsp;<a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>