როდესაც თემა ჩაცმას და აქსესუარებს ეხება, ქალები ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ერთხელ როდესაც ჩემი საყიდლებით დაღლილი ქმარი მელოდებოდა, შეამჩნია ის ფაქტი, რომ უამრავი განსხვავებული ქალი, მაღაზიიდან ერთნაირი დაძეძგილი პარკით გამოდიოდა. H&M ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მაღაზიაა, შეიძლება ის საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდეს. მიზეზი ბევრია, თუმცა აქ 5 გამოვყოფდი:
1. ხელმისაწვდომი
მიყვარს ზაფხულის მაისურები, რომლის შეძენა 15 ლარზე ნაკლები შეიძლება დაგიჯდეთ. გარდა პრაქტიკულისა, მაისურები საკმაოდ გამძლეა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი: ფეხსაცმელი, ჯინსი, შარვლები, კაბა და აქსესუარები.
ზოგიერთი მათგანი რამდენიმე სეზონიც კი გამომადგა.
2. ტრენდული
H&Mის პრემიალური ხაზი, რომელსაც სხვადასხვა დიზაინერებთან ერთად ქმნის (Alexander Wang, Versace, Isabel Marant, Karl Lagerfeld) ბრენდი, ტრენდთან ყოველთვის სინქრონშია. ის იდეალურია, როგორც ყოველდღიურობისთვის, ასევე მეგობრებთან ერთად სადმე წასასვლელად და რომანტიკული ვახშმისთვის.
3. შეგიძლია იპოვო შენი პერსონალური სტილი ყველგან
H&Mის მაღაზია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეგხვდებათ. ის ფაქტი, რომ ერთი სტილის ტანსაცმელი შემიძლია სხვადასხვა ქვეყანაში შევიძინო, საგრძნობლად ამსუბუქებს ჩემს ბარგს.
4. მოსახერხებელი
შემიძლია დავადასტურო, რომ H&M ტანსაცმელი ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. დიდხნიანი მოგზაურობის დროს და არაკომფორტულ ადგილებში ყოფნისას განსაკუთრებით გჭირდება ტანსაცმელი, რომელიც სუნთქავს, H&M აქვს სპეციალური ხაზი, როგორც სპორტული, ასევე ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის.
5. კლასიკური
ვინ თქვა, რომ იაფფასიანი ტანსაცმელი არ შეიძლება იყოს კლასიკური?! ჩვენს ხასიათს და შინაგან მდგომარეობას სტილი გამოხატავს და არა ძვირადღირებული ნივთები.
ეს არის მოკლედ, თუ რატომ მინდა, რომ H&M მალე თბილისშიც გამოჩნდეს.
თემები: h&m, მოდა, ტანსაცმელი
წყარო: <a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>