როკფელერები

როკფელერების კლანის ქონების შესახებ ლეგენდები დადის. არავინ იცის დანამდვილებით რამდენია მათი ქონება, მაგრამ ჭორების მიხედვით ის 1-3 ტრლნ დოლარამდე მერყეობს. კლანს ცნობადობა მოუტანა ისტორიაში პირველმა მილიარდერმა ჯონ როკფელერმა. მე-19 საუკუნის ბოლოს ოჯახი აკონტროლებდა ნავთობის 90 % აშშ-ს ბაზარზე.

პრაქტიკულად ამერიკის ყველა თანამედროვე ნავთობის კომპანია იღებს თავის საწყისს როკფელერებიდან.

მორგანები

სხვადასხვა პოლიტიკური თეორიის თაყვანისმცელები ვარაუდობენ, რომ მორგანების კლანი განსაზღვრავს აშშ-ს პოლიტიკურ კურსს და აკონტროლებს მსოფლიოს ყველა ბანკს. მორგანების კლანის მამამთავარმა ჯონ პირპონტ მორგანმა დააარსა პირველი ფინანსური იმპერია ამერიკაში. და მორგანების კლანის წევრები დღემდე აგრძელებენ ყველაზე გავლენიანი ბანკირებად ყოფნას.

მათი ბანკების ფილიალები არა მხოლოდ ამერიკაშია, არამედ ევროპაშიც. ოჯახის წევრები ხელმძღვანელობდნენ კომპანიებს „ჯენერალ მოტორსი“ და „ჯენერალ ელექტრიკი“.

საუდიტები

საუდიტები - სამეფო დინასტიაა, რომელიც საუდის არაბეთს 1932 წლიდან მართავს. დღეს ოჯახის მთავარს წარმოადგენს მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი, საუდიტების საერთო რიცხვი კი 25 000 ადამიანს აღწევს. ოჯახის მთავარი ფლობს პრაქტიკულად აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ოჯახის წევრები კი იკავებენ მნიშვნელოვან სამთავრობო და სამხედრო თანამდებობებს.

საუდიტებს შეუძლია მიიღონ ნებისმიერი თანამდებობა ქვეყნის შიგნით. ოჯახის ხელშია მთელი მსოფლიოს ნავთობის მარაგის 20 %.

როტშილდები

როტშილდები უკვე ნაპოლეონის დროს წარმოადგენდნენ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ოჯახს. დინასტია დააფუძნა ამშელ მაიერ როტშილდმა. გერმანიაში მან შექმნა მსხვილი საბანკო ბიზნესი და საკუთარი ფინანსური იმპერია. როცა კვდებოდა, ამშელმა დაუტოვა თავის მემკვიდრეებს ანდერძი, სადაც გადმოსცა საკუთარი შეხედულებები იმპერიის მართვაზე. და აი, უკვე 200 წელზე მეტია როტშილდები ამ წესებს მისდევენ. ოჯახის გარშემო ათასი ჭორი და თეორიაა.

ერთნი ამტკიცებენ, რომ ოჯახი აკონტროლებს მთელი მსოფლიოსა და ფინანსური დაწესებულებების სიმდიდრეს. სხვები - რომ სწორედ როტშილდები აქეზებენ და ასპონსორებენ ომების უმეტესობას. როტშილდების თანამედროვე ქონება შეფასებულია დაახლოებით 2 ტრლნ. დოლარად.

უინძორები

უინძორები - დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახია. ამჟამად უინძორების სახლის უფროსს წარმოადგენს დედოფალი ელისაბედ ΙΙ ანგლიკანური ეკლესიის მთავარი და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. ინგლისის გარდა, ელისაბედ ΙΙ წარმოადგენს 15 დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქმედ მონარქს.

დედოფლის რეიტინგის ნამდვილად ნებისმიერ პოლიტიკოსს შეშურდება. და ეს გასაკვირი სულაც არ არის. სამეფო ოჯახის ყველა წევრი მისდევს მოკრძალებულ ცხოვრების წესს, მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში და დაკავებულები არიან ქველმოქმედებით.