სტილი

"სითი მოლ საბურთალოში" Zara-ს ახალი მაღაზია გაიხსნა

"სითი მოლ საბურთალოში" Zara-ს ახალი მაღაზია გაიხსნა

ახალ სავაჭრო ცენტრში, სითი მოლი საბურთალო, Zara-ს ახალი მაღაზია გაიხსნა. ეს ბრენდის უკვე მეოთხე მაღაზიაა საქართველოში. პირველი მათგანი 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხსნა, რასაც მოჰყვა მაღაზიები რუსთაველის გამზირზე სავაჭრო ცენტრ მერანში და ისთ ფოინთში. 2800 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე, ზარას უახლესი კონცეფციის მაღაზიაში, წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის განყოფილებები. ეს ერთადერთი უახლესი კონცეფციის მაღაზია კავკასიის რეგიონში.

ZARA-სთან ერთად ინდიტექს ჯგუფში შემავალი კიდევ 5 ბრენდის მაღაზია დაიდებს ბინას სითი მოლში, ესენია - Massimo Dutti, Stradivarius, Pull & Bear, Bershka და Oysho, რომლებსაც საქართველოში წარმოადგენს Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია, ინდიტექსის ოფიციალური და ექსკლუზიური ფრენჩაიზ პარტნიორი.

“Zara-ს და INDITEX ჯგუფში შემავლი სხვა ბრენდების სითი მოლში გახსნით ჩვენ ქალაქის ახალ სავაჭრო ცენტრში მსოფლიოში ცნობილი მოდის ბრენდები შემოგვყავს, რითიც განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ მომხმარებლებს. Zara-ს ახალი მაღაზია 2800 კვადრატულ მეტრზე მეტ სივრცეს მოიცავს და წარმოადგენს მსოფლიოში ამ ეტაპზე არსებულ უახლეს, განსხვავებულ კონცეფციას. 17 ოქტომბრიდან ველით მომხმარებლებს, რათა აღმოაჩინონ ექსკლუზიური კოლექციები ახალ მაღაზიაში. მინდა ჩვენმა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ მეოთხე მაღაზიის გახსნის გადაწყვეტილება მიგვაღებინა პირველი სამის უზარმაზარმა წარმატებამ და, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძვირფასი ქართველი მომხმარებლები და ქალაქის სტუმრები ამ ახალ მაღაზიასაც ისევე შეიყვარებენ, როგორც ეს სხვების შემთხვევაში მოხდა” - აცხადებს დოქტორი იასინ სიბარი, ZARA-სა და INDITEX ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი საუდის არაბეთის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში, Alhokair Fashion Retail.

Zara, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი 96 ქვეყანაში ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების კოლექციებს. Zara-ს Join Life კოლექცია და ეკო-მეგობრული მაღაზიები ორი მნიშვნელოვანი მაგალითია, რაც ხაზს უსვამს ბრენდის ურყევ კონცენტრაციას მდგრადი განვითარების მიმართულებით. ასეთი მიდგომით ბრენდი არაერთ ინოვაციურ პროექტს ნერგავს, მათ შორის საქართველოში არსებულ მაღაზიებში.

მომხმარებელთან განსაკუთრებით მჭიდრო კომუნიკაციის წყალობით და მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღების შედეგად ZARA-ს დიზაინერების გუნდი უმალვე პასუხობს მათ ცვალებად მოთხოვნას, მყისიერად რეაგირებს მოდის უახლეს ტენდენციებზე და სთავაზობს ახალ იდეებს საჭირო დროსა და საჭირო ადგილას. ბრენდის კოლექციების განახლება ხდება კვირაში ორჯერ.