სტილი

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

ამერიკელების და არა მხოლოდ მათი საყვარელი დიზაინერი — კაროლინა ერერა პენსიაში გასვლის (2018) შემდეგაც აქტიურადაა ჩაბმული ბრენდის განვითარებაში. ამჯერად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა „ისი-პარიმ“ მამაკაცებს გააცნო ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონისა და საყვარელი დიზაინერის სიახლე: არომატი BAD BOY თანამედროვე, წარმატებული კაცის ახალი იმიჯი, ახალი მოგზაურობაა.

ბესთსელერ GOOD GIRL-ს („კარგი გოგონა“) მეწყვილე — BAD BOY („ცუდი ბიჭი“) ჰყავს.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

არომატის პროტოტიპი „ცუდი ბიჭი“ ყველა დროის რომანტიკული, წინააღმდეგობრივი, მებრძოლი ფიგურაა, რომელსაც არ ეშინია კლიშეებისა და წესების დარღვევის და სწორედ ამით ატყვევებს „კარგ გოგონებს“. ის საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა, რადგან ხასიათის ძლიერ, დომინანტურ შტრიხებთან ერთად მგრძნობიარე თვისებებიც აქვს: ძალაუფლების მოყვარული და ამავდროულად ემპათიურია; გმირული, მაგრამ გულჩვილი.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

„ისი-პარის“ წარმომადგენლებმა სპეციალურად პრესისთვის გამართულ პრეზენტაციაზე „ცუდი ბიჭი“ სტუმრებს საკმაოდ ორიგინალურად გააცნეს: სტუმრებს ჯერ ნათელი, შემდეგ კი არომატის ბნელი ნოტები დააგემოვნებინეს, რომელთა სინთეზიც Carolina Herrera-ს საოცრად მასკულინურ, ინტენსიურ არომატს გვთავაზობს.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

პრეზენტაციას სპეციალურად განსაკუთრებული სტუმრებისთვის მოწვეული „ცუდი ბიჭების“ ქორეოგრაფიული ჯგუფი Twincity Studio აფორმებდა: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ ერთ-ერთ საპრეზენტაციო დარბაზში სტუმრებს ელვის შუქის ეფექტებით აწყობილი ინსტალაცია დახვდათ, რომელიც ქორეოგრაფიულმა ნომერმა დააგვირგვინა.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

პარფიუმერებმა — კვენტინ ბიშმა და ლუიზ ტერნერმა „ცუდი ბიჭის“ ორსახოვანი ხასიათი მიმზიდველ, აღმოსავლური სტილის სურნელში გააერთიანეს: სალბის, მწვანე ბერგამოტის და წიწაკის ნათელი აკორდები ტონკას მარცვლების, კაკაოს და ამბრის ხის ბნელ ნოტებთანაა შეპირისპირებული, როგორც „ცუდი ბიჭის“ პერსონაჟის ნათელი და ბნელი მხარეები.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

„ცუდი ბიჭი“ გამბედავია, საკუთარი შეგრძნებები გამოხატოს. არომატი ერთგვარი ოდაა მამაკაცისა, რომელიც საკუთარი პრინციპებისთვის იბრძვის, საკუთარ იდენტობის ერთგული რჩება. ბრენდის სოლგანიც უცვლელია: „ასე კარგია, იყო ცუდი“.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

სუნამოს შეფუთვაში „ცუდი ბიჭის“ ხასიათის სიმბოლოდ ელვა შეარჩიეს, როგორც ძალის, მოულოდნელობის, უჩვეულობის, მიმზიდველობის ასოციაცია; ის სასურველ ქალბატონებს სწორედ ელვასავით სწრაფად ატყვევებს, ყველგან, სადაც მოხვდება, ენერგიულ ატმოსფეროს ქმნის, ძალაუფლებას ასხივებს. ნიუ-იორკის ქუჩებში გამოსვლისთანავე არავის რჩება შეუმჩნეველი და გარემოც წამიერად იცვლება — „ცუდი ბიჭი“ მაგნიტივით იზიდავს გარშემომყოფებს.

Carolina Herrera-ს BAD BOY: ცუდი ბიჭი, რომელიც ყველას უყვარს

სუნამოს სარეკლამო კამპანიაში „ცუდი ბიჭის“ როლი ახალგაზრდა, წარმატებულმა ბრიტანელმა მსახიობმა — ედ სკრეინმა შეასრულა. მასთან ერთად, სარეკლამო რგოლში „კარგი გოგონას“ პერსონაჟ კარლი კლოსსაც ვხვდებით. მოკლედ, ტრენდულ გოგონებს ისღა დაგვრჩენია, საყვარელი მამაკაცები გამოვიწვიოთ და ჩვენი არომატის მამაკაცური ვერსია შევთავაზოთ!