მოდა პანდემიის დროს - როგორ პირბადეებს ატარებენ ვარსკვლავები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- 05.04.2020
კორონავირუსის ადამიანების ცხოვრებაში შემოსვლის შემდეგ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეიცვალა. ქალები დღეს უკვე ნაკლებად ფიქრობენ, თუ რა ჩაიცვან მეორე დღეს სამსახურში ან როგორ შეიცვალონ თმის ფერი. ამის მიზეზი კი პანდემიაა, რომელმაც მსოფლიო გააჩერა.
უმუშევრად დარჩნენ ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც მილიონიან ჰონორარებს ფილმებში გადაღებით, რეკლამებში მონაწილეობითა და პოდიუმზე გამოსვლის შედეგად იღებდნენ.
ახლა ძირითადად თავს ინსტაგრამზე ფოტოების გამოქვეყნებით ირთობენ. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ სახლში და მოდურ პირბადეებს არეკლამებენ.
ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან ცნობილი სახეები პანდემიის დროს. ბევრი მათგანის ცნობა ერთგულ ფანებსაც კი გაუჭირდათ.
ბელა ჰადიდი თვითმფრინავით მგზავრობისას
ნაომი კემბელი ამ ფორმაში ინფექციური საავადმყოფოს ექიმს ჰგავს
„ხშირად დაიბანეთ ხელები“ - მოგვიწოდებს გვინეტ პელტროუ.
კეიტ ჰადსონს თაყვანისმცემლებმა ნიღაბი დაუწუნეს და კომენტარებში მიუთითეს, რომ არასწორად ეკეთა.
კიმ კარდაშიანი ჩვეულ ფორმაშია, ის არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ მსოფლიოსი მიმდინარე პროცესებს.
სელენა გომესი ჩიკაგოს აეროპორტში
სტივ ჰარვი მეუღლესთან ერთად
ერიკა ბადუ - მისი ცნობა ალბათ საკუთარ დედასაც გაუჭირდება
თემები: მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები, კორონავირუსი, პანდემია, დარჩისახლში
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია