კატებს ღამითაც აქვთ აქტიურობის პერიოდები და ხშირად მაშინ იღვიძებენ, როდესაც პატრონებს სძინავთ. მათი ძლიერი სმენა, ყნოსვა და გარემოზე დაკვირვების ინსტინქტი საშუალებას აძლევს, ისეთი ხმები და მოძრაობები შეამჩნიონ, რომლებსაც ადამიანი შესაძლოა ვერ ამჩნევდეს. სწორედ ამ თავისებურებების გამო ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ კატები პატრონებს ძილის დროსაც დარაჯობენ.
1. ღამით ფხიზლად არიან და გარემოს აკვირდებიან
კატები განსაკუთრებით აქტიურები არიან განთიადსა და შებინდებისას. ეს მათი ბუნებრივი ნადირობის ინსტინქტს უკავშირდება. შინაურ კატებს, რომლებსაც საკვები რეგულარულად აქვთ, ეს ინსტინქტი მაინც შენარჩუნებული აქვთ. ამიტომ, როცა პატრონს სძინავს, კატა შესაძლოა სახლში გადაადგილდებოდეს და გარემოს აკვირდებოდეს.

2. შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება შეამჩნიონ
კატები ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებს ყნოსვისა და სმენის საშუალებით ამჩნევენ. ვეტერინარ ემა ჩოის განმარტებით, ავადმყოფობამ შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის ქიმიური შემადგენლობა შეცვალოს, რასაც კატა მგრძნობიარე ყნოსვით აღიქვამს. მათ ასევე შეუძლიათ შეამჩნიონ სუნთქვის რიტმისა და ქცევის ცვლილებები.
3. საწოლის ბოლოში იძინებენ
ზოგიერთი კატა პატრონის საწოლის ბოლოში იკავებს ადგილს. სტატიის ავტორის განმარტებით, ეს მათ საშუალებას აძლევს, გარემოში ცვლილება სწრაფად შეამჩნიონ და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედონ. კატები ბუნებაში ერთდროულად მონადირისა და შესაძლო მსხვერპლის როლშიც არიან, ამიტომ სიფრთხილის ინსტინქტი შინაურ პირობებშიც უნარჩუნდებათ.
4. მღრღნელებს ადვილად ამჩნევენ
კატებს განვითარებული სმენა და მხედველობა აქვთ, რაც მცირე ცხოველების აღმოჩენაში ეხმარებათ. მათ შეუძლიათ შეამჩნიონ თაგვი ან სხვა მღრღნელი, რომელიც ადამიანის ყურადღების მიღმა დარჩებოდა. მღრღნელებს კი სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ. თუმცა, სახლში კატის ყოლა მავნებლებისგან სრულ დაცვას არ ნიშნავს.
5. ღამით სახლის სხვადასხვა კუთხეს ამოწმებენ
კატები ხშირად იკვლევენ ხმებს და აკვირდებიან გარემოს. ეს ქცევა მათი ბუნებრივი სიფრთხილის ინსტინქტით აიხსნება. მაშინაც კი, როდესაც სახლში უსაფრთხოდ არიან, შესაძლოა ღამით ოთახები, კარებები და ნაცნობი ადგილები შეამოწმონ, რათა უჩვეულო ხმაური ან მოძრაობა შეამჩნიონ.

6. ადამიანისთვის შეუმჩნეველი ხმები ესმით
კატების სმენა ადამიანზე გაცილებით მგრძნობიარეა და მათ უფრო მაღალი სიხშირის ხმების აღქმაც შეუძლიათ. ამიტომ შეიძლება ღამით ისეთი ხმა გაიგონ, რომელსაც მძინარე პატრონი ვერ ამჩნევს. თუ ეს ხმა მათ ყურადღებას მიიპყრობს, შესაძლოა მის წყაროს მოსაძებნად ადგნენ, ხმაური ატეხონ და პატრონიც გააღვიძონ.
7. დილით მაღვიძარის ფუნქციას ასრულებენ
კატის პატრონებისთვის ნაცნობია დილის ადრე გაღვიძება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხოველს საჭმელი სურს. ავტორი ამ ჩვევას იუმორით უყურებს: შესაძლოა, კატა დილის ხუთ საათზე პატრონს სწორედ იმიტომ აღვიძებდეს, რომ საუზმე უნდა და არა იმიტომ, რომ სამსახურში დაგვიანებისგან იცავს. თუმცა, შედეგი ზოგჯერ მართლაც დროული გაღვიძებაა.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია