რობერტ პატინსონი ჯეიმს ბონდის როლს შეასრულებს - ცნობილია ახალი 007-ის ვინაობა
- 16.11.2026
თვეების განმავლობაში გავრცელებული ვარაუდების შემდეგ, ახალი ჯეიმს ბონდის ვინაობა ოფიციალურად დადასტურდა. ლეგენდარული აგენტის როლს ბრიტანელი მსახიობი რობერტ პატინსონი შეასრულებს. გადაწყვეტილება Amazon MGM Studios-მა 16 ნოემბერს გამოაცხადა.
ფრენჩაიზის ოფიციალურ სოციალურ ქსელში მსახიობის ფოტოც გამოქვეყნდა - პატინსონი კლასიკურ კოსტიუმშია გამოწყობილი და ხელში პისტოლეტი უჭირავს. ამით დასრულდა ხანგრძლივი მოლოდინი, თუ ვინ შეცვლიდა დენიელ კრეიგს 007-ის როლში.
ახალი ფილმის რეჟისორი დენი ვილნევი იქნება, რომელიც „დიუნის“ ტრილოგიაზე მუშაობით არის ცნობილი. სცენარს „ბასრი კეპების“ შემქმნელი სტივენ ნაიტი დაწერს, პროდიუსერები კი ემი პასკალი და დევიდ ჰეიმანი იქნებიან.

პატინსონთან ერთად მთავარი როლის კანდიდატებს შორის იყვნენ ნიკოლას ჰოლტი, ჯეკ ლოუდენი, კალუმ ტერნერი და ჯოშ ო'კონორი. საბოლოო არჩევანი კი სწორედ პატინსონზე შეჩერდა.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ბონდის როლი წლების განმავლობაში სხვადასხვა მსახიობმა შეასრულა. დენიელ კრეიგამდე ლეგენდარული აგენტის სახე ეკრანზე შონ კონერიმ, ჯორჯ ლეიზენბიმ, როჯერ მურმა, ტიმოთი დალტონმა და პირს ბროსნანმა განასახიერეს.
ახალი ფილმის მსახიობთა სრული შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
თემები: ფილმები