კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო სალონები არ ფუნქციონირებს, ამიტომ საკუთარი ხელით გვიწევს თმის შეჭრა. ბევრისთვის ეს რთული გამოწვევაა. ზოგს საკუთარი ხელით „ჩოლკის“ შეჭრაც არ გამოსდის.

თუმცა, გეტყვით, რომ ეს არც ისე რთულია. მთავარია ძირითადი წესები გაითვალისწინოთ.

წესი#1: თმა აუცილებლად მშრალი უნდა იყოს

თუ სველ თმას შეიჭრით, დიდია შანსი, რომ ვერ განსაზღვრავთ და ძალიან დაგიმოკლდებათ. როცა თმა მშრალია, ეს საშუალებას გაძლევთ უს უფრო კარგად შეჭრათ.

წესი #2: გაითვალისწინეთ სახის მოყვანილობა

გრძელ სახეს უფრო სქელი „ჩოლკა“ უხდება, ხოლო მრგვალ სახეს მოკლე, თხელი „ჩოლკა“. სტილისტები მიიჩნევენ, რომ გრძელ, ოვალურ სახეს ძალიან უხდება გვერდზე გაყოფილი წინამო.

წესი #3: თმის შეჭრა

აიღეთ თმის წინა ფენა და სავარცხლით წინ ისე გადმოწიეთ, რომ თავზე სამკუთხედის ფორმის მოხაზულობა შეიქმნას. ამის შემდეგ განსაზღვრეთ რამხელა სიგრძის მოჭრა გსურთ და შეიჭერით ხელის ძალიან ნელი და ჰაეროვანი მოძრაობით, სწორედ ხელის მოძრაობის ტექნიკაზეა დამოკიდებული დიდწილად ის, თუ რამდენად ლამაზი „ჩოლკა“ გამოგივათ.

წესი #4: ბოლო ნაბიჯი - „ფენის“ გამოყენების დრო დადგა

თმის საშრობი ფენით თქვენს „ჩოლკას“ ფორმას მისცემთ და სახლის პირობებში იდეალური წინამოც მზადაა.