LIFE

როგორ ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო კარანტინის დროს - სახლიდან გაუსვლელად

როგორ ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო კარანტინის დროს - სახლიდან გაუსვლელად

ადამიანები ხშირ შემთხვევაში წინასწარ გეგმავენ თუ სად იმოგზაურებენ უქმეებზე, ან ზაფხულის შვებულებას რომელი ქვეყნის სანახავად გამოიყენებენ. ახლა სხვა დროა, კარანტინში გამოკეტილი სამყარო მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როდის დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს და ალბათ მოგზაურობა ასეთი საშიში არასოდეს ყოფილა, როგორც ეპიდემიის დროს. 

trend.ge გთავაზობთ საინტერესო იდეებს, როგორ გაიმრავალფეროვნოთ ყოველდღიურობა კარანტინში, ისე რომ თავი საერთოდ სხვა სამყაროში იგრძნოთ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი, „ნოუთბუქი“ ან უბრალოდ პლანშეტი. მძაფრი შეგრძნებებისთვის შეგიძლიათ ინტერნეტზე ადაპტირებული ტელევიზორიც გამოიყენოთ და უყუროთ საშუალებით იმ ულამაზეს დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოგზაურებთ. 

1. „ჩვენი პლანეტა“ - ასე ჰქვია „ნეტფლიქსის“ 2019 წლის რვა ნაწილისგან შემდგარ ულამაზეს დოკუმენტურ სერიალს. მისი ნახვისას იმოგზაურებთ ჯუნგლებში, ჩაიძირებით ოკეანის ფსკერზე, ნახავთ პოლარულ დათვს და ეგზოტიკურ ფრინველებს. ნახავთ, როგორ იცვლება სამყარო ადამიანთა ქცევების შედეგად. 

2. „პლანეტა დედამიწა“ - BBC-ის მიერ 2006 წელს გადაღებული მინი სერიალია. ეს გახლავთ დოკუმენტური ფილმი, ისეთი როგორიც არასოდეს არ გინახავთ. ულამაზესი პეიზაჟები და შეუსწავლელი დედამიწის კუთხეები. გადამღები ჯგუფი ოთხი წელი მუშაობდა მის შექმნაზე. უპრეცენდენტო ბიუჯეტისა და პროფესიონალიზმის წყალობით საშუალება გვაქვს დავტკბეთ უნიკალური ფილმით.

3. ოკეანეები - ასე ჰქვია დიდ ბრიტანეთში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წყალქვეშა სამყარო დაათვალიეროთ. 

4. ფერფლი და თოვლი - 2005 წლის ამერიკული დოკუმენტალური დრამა, რომელიც აუცილებლად სანახავ ფილმებში შედის.  ფილმი მოგვითხრობს 13 წლიან მოგზაურობასა და 32 ექსპედიაციაზე. ადამიანზე, რომელიც ყველა ცხოველთან პოულობდა საერთო ენას.

5. „სამსარა“ (2011 წელი) - დოკუმენტური ფილმი, რომელიც გადაღებაც ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ეს ყველაფერი შედეგად ღირდა. ფილმში ნაჩვენებია პლანეტის გასაოცარ ადგილები. 5 კონტინენტის 25 ქვეყანა. სამსარა წარმოადგენს მიწიერ ცხოვრების ციკლს, რომელიც გარდასახვის საშუალებით მუდმივად გრძელდება. ფილმში ასახულია მუდმივად მოქმედი პროცესები, სიცოცხლის ციკლი, დაბადება, სიკვდილი და რეინკარნაცია.