LIFE

მამაკაცის მოხიბვლის ფსიქოლოგიური მეთოდები

მამაკაცის მოხიბვლის ფსიქოლოგიური მეთოდები

არსებობს მითი იმის შესახებ,რომ მამაკაცები არ აღიქვამენ ურთიერთობებს ისე სერიოზულად, როგორც ქალები. ჩვენ ამის არ გვჯერა თუმცა, გული რომ დავიმშვიდოთ, გთავაზობთ ფსიქოლოგების მეირ რეკომენდირებულ ხრიკებს, რომლის მეშვეობითაც აუცილებლად მიიპყრობთ მამაკაცების ყურადღებას.

1. იპოვე შინაგანი ბედნიერება

როდესაც ბედნიერი ხარ საკუთარი თავით, გარშემო მყოფები ამჩნევენ ამას. მამაკაცი ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ქალს, რომელიც ბედნიერია. ეს რომ არა, უბრალოდ კმაყოფილი იქნები საკუთარი თავით. იპოვე ის რაც გხდის ბედნიერს და რასაც სიამოვნებით აკეთებ, შენ ამით ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავ!

2. დაუთმე დრო საკუთარ თავს

მამაკაცის მოხიბვლის ფსიქოლოგიური მეთოდები

არ გჭირდება იყო მოდელი, უბრალოდ გააკეთე ყველაფერი იმისთვის, რომ გამოიყურებოდე საუკეთესოდ! ჩაიცვი რაიმე ისეთი, რაშიც კომფორტულად და ლამაზად იქნები. დაუთმე დრო ვარცხნილობის და მაკიაჟის გაკეთებას. მართალია ადამიანის შინაგანი სამყარო გიყვარდება, თუმცა გარეგნობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

3. ეფლირტავე

მამაკაცის მოხიბვლის ფსიქოლოგიური მეთოდები

ფლირტი ერთგვარი ნიშანია იმის, რომ შენ დაინტერესებული ხარ, თუმცა ზედმეტად ბევრის გაკეთებას არ აპირებ. შენ ანიშნებ მას, რომ მზად ხარ მიიღო მისგან შემოთავაზებები. ახლა მისი ჯერია, თუ მან ფლირტზე ფლირტით არ გიპასუხა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ზუსტად მაინც გეცოდინება, რა სურთ შენგან.

4. აგრძნობინე, რომ მოთხოვნადი ხარ

მამაკაცმა არ უნდა იცოდეს, რომ ის ერთადერთია ვისაც ეკონტაქტები (თუ რა თქმა უნდა, სერიოზული ურთიერთობა არ გაქვს). პატარა ’შეჯიბრი’ მოტივაციას გაუმძაფრებს, თან როცა ჯილდო შენ ხარ. თუ ასე არ მოიქცა, ეს მისი დანაკარგი უფრო არის.

5. იყავი თავდაჯერებული

მამაკაცის მოხიბვლის ფსიქოლოგიური მეთოდები

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, გამოიჩინე თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა ძალიან სექსუალურია. როდესაც მამაკაცი ხედავს, რომ იცი შენ ხარ ჯილდო, ის აუცილებლად ეცდება შენს მოპოვებას. მოკლედ შენ თუ გჯერა საკუთარი თავის, ისიც დაიჯერებს. ხანდახან უმარტივესია მამაკაცების ფსიქოლოგია!

 6. თავი დაიფასე

ერთ-ერთი უძველესი ხრიკია, თუმცა საუკეთესო. არ იყო ის ქალი, რომლის გულის მოპოვებაც მარტივია. არასდროს არ დათანხმდე პირველივე თხოვნას შეხვედრაზე და არ უპასუხო მაშინვე. ანიშნე, რომ რამდენიმე ცდა ჭირდება შენს მოსაპოვებლად! შეიძლება უკმეხად ჟღერდეს, მაგრამ დამიჯერე ამართლებს!

იმედი გვაქვს ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.



წყარო:&nbsp;<a href="http://allwomenstalk.com/">allwomenstalk</a>