სტილი

ვინტაჟური სამოსის ახალი სიცოცხლე - დანიელი ბლოგერის პრინცესული სამოსი ტრენდად იქცა და მან ზღაპარი რეალობად აქცია

ვინტაჟური სამოსის ახალი სიცოცხლე - დანიელი ბლოგერის პრინცესული სამოსი ტრენდად იქცა და მან ზღაპარი რეალობად აქცია

იდა კატრინი დანიელი ბლოგერი და მოდის მცოდნე ხელოვანია, რომელმაც „ინსტაგრამზე“ თავისი ულამაზესი ფოტოების გამო პოპულარობა მოიპოვა. მან 1930-1940-იანი წლების ვინტაჟურ სამოსს ახალი სიცოცხლე შთაბერა. იდას უკვე 90 ათასი მიმდევარი ჰყავს.

ის კინოს ესთეტიკის სპეციალისტია და კოპენჰაგენის უნივრსიტეტი აქვს დამთავრებული, არის ფილმების გამხმოვანებელი და ამავდროულად, ვებ-კონტენტის შემქმნელი.

ბლოგერი თავისით ქმნის ულამაზეს სამოსს და თავის მიმდევრებს „ინსტაგრამის“ ფოტოების საშუალებით ნამდვილ ზღაპარში ამოგზაურებს.

მისი ფოტოების ნახვისას გაიფიქრებთ, რომ ალბათ, ასე ეცვათ ძველად პრინცესებს.

ნახეთ სამოსი, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს/ კრიტიკოსები კი მბობენ, რომ ეს სტილი ტრენდად იქცევა:

BO-4 Multipic: BO-5 Multipic: BO-6 Multipic: BO-7 Multipic: BO-8 Multipic: