ცნობილები, რომლებიც ტყუპების მშობლები არიან - ოჯახური იდილია ვარსკვლავურად
- 23.05.2020
ადამიანების დიდი ნაწილისთვის იმის გაგება, რომ მალე ისინი მშობლები გახდებიან ბედნიერება მოაქვს. ამასთან ერთად მოგვიანებით იმასაც თუ გააცნობიერებენ, რომ ერთის მაგივრად ორ შვილს ელოდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს სამყაროში ყველაფერი ორჯერ უფრო მეტად რთულდება, რადგან ორი ბავშვი უფრო მეტ დროს მოითხოვს.
წარმოგიდგენთ 10 ცნობილ სახეს, რომლებიც ამაყობენ რომ ტყუპების მშობლები არიან.
1. ჯენიფერ ლოპესი
12 წლის მაქსი და ემე ორი მომღერლის ჯენიფერ ლოპესისას და მარკ ენტონის საერთო შვილები არიან. ბავშვებს მშობლებისგან მემკვიდრეობით მუსიკის ნიჭიც გადაეცათ. ამაყი დედა ხშირად აქვეყნებს სოციალრუ ქსელში მათ ვიდეოებსა და ფოტოებს.
2. ბიონსე
სერი და რუმი მომღერლების ბიონსესა და ჯეი ზის ტყუპები არიან. ისინი საზოგადოებამ დაბადებისთანავე გაიცნო დედის შთამბეჭდავი ფოტოსესიით. ახლა ისინი თითქმის 3 წლის არიან, მაგრამ მშობლები იშვიათად აჩენენ კამერის წინ. ბავშვებისთვსი ცნობილმა წყვილმა ექვსი ძიძა იქირავეს, რადგან პატარებს ერთად ძილი ძალაინ უჭირდათ.
3. მადონა
მადონას ტყუპი ქალიშვილი ესტერი და სტელა 2012 წლის 24 აგვისტოს დაიბადნენ. ისინი ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ და 4 წლის იყვნენ, როდესაც პოპ-ლეგენდამ იშვილათ. მადონას უამრავი ფოტო აქვთ გადაღებული მათთან და ხშირად აქვეყნებს გოგონების სურათებს.
4. კრის ჰემსვორტი
ავსტრალიელი მსახიობი 6 წლის ტყუპების ტრისტანისა და საშას მამაა, რომლებიც მსახიობ ელზა პატაკისთან შეეძინა. ისევე, როგორც ბევრი ცნობილი ადამიანის მსგავსად, მათაც გადაწყვიტეს, რომ შვილების ინდენტიფიცირება სოციალურ მედიაში არ მოახდინონ.
5. სელენ დიონი
9 წლის ედი და ნელსონი ცნობილი მომღერლის სელინ დიონისა და მისი გარდაცვლილი ქმრის, რენე ანგელილის შვილები არიან. როდესაც ტყუპები ახალშობილები იყვნენ, დიონმა თქვა: ”მე საერთოდ არ მეძინება. გასაოცარია, თუ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძილის გარეშე.“ კანადელმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ 2016 წელს მისი მეუღლის გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზედა სწორებ ტყუპებმა გადაატანინეს უზარმაზარი ტკივილი.
6. სარა ჯესიკა პარკერი
ამერიკელი მსახიობი 10 წლის ტყუპების ტაბითასა და მარიონის დედაა. მათი მამა მსახიობი მეთიუ ბროდერიკია. წყვილმა შვილების გასაჩენად სუროგატს მიმართა. გოგონებმა მემკვიდრეობით მიიღეს თავიანთი ცნობილი დედისგან კარგი გემოვნება და სტილის გრძნობა.
7. მერაია კერი
ტყუპები მაროკო და მონრო 2011 წლის აპრილში დაიბადნენ და სამუდამოდ შეცვალეს სუპერვარსკვლავის ცხოვრება. ისინი ხშირად დაყვებიან დედას გასტროლებზე. კერი ქალიშვილში პატარა დივას ხედავს - მას ქალბატონ მონროსაც ეძახის. პატარა გოგონა დედის გლამურულ ცხოვრებს კვალდაკვალ მიჰყვება.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები, ტყუპები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია