LIFE

3 პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში, რომლებიც ბავშვობიდან მოდის

3 პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში, რომლებიც ბავშვობიდან მოდის

როგორ ურთიერთობს ადამიანი სხვებთან, პირდაპირ კავშირშია მის ბავშვობასთან. ეს კავშირი განსაკუთრებით, რომანტიკულ ურთიერთობებში ვლინდება.

გაგაცნობთ 3 ძირითად პრობლემას, რომლის საფუძველი ბავშვობის ტრამვებში უნდა ეძიოთ.

თუ გეშინიათ, რომ პარტნიორი მიტოვებთ...

ეს შიში განპირობებულია ბავშვობის უსიამოვნო მოგონებებით, ძირითადად კი საყვარელი ადამიანის, მშობლის ან ცხოველის დაკარგვით. თუმცა ამ შიშის საფუძველი შეიძლება იყოს უარყოფა, განსაკუთრებით კი ემოციური. თუ მშობლებს თქვენთვის არ ეცალათ, თქვენი არ ესმოდათ ან უბრალოდ ემოციურ განვითარებას მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.

3 პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში, რომლებიც ბავშვობიდან მოდის

ამ შიშის დასაძლევად, სასურველია უფრო მეტად გაიხსნათ პარტნიორთან და მეტად ენდოთ.

თუ არ შეგიძლიათ გქონდეთ სერიოზული ურთიერთობა...

ამ პრობლემის საფუძველი, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი ასაკიდან იწყება. მიზეზი ისაა, რომ მშობლები თქვენზე ყოველთვის არ ზრუნავდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ არ გქონდათ მათი სიყვარულის მუდმივი შეგრძნება. იგივე პრობლემა უკავშირდება ბავშვებს, რომლებსაც არ უგრძნიათ მშობლის სიყვარული.

3 პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში, რომლებიც ბავშვობიდან მოდის

ამ პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში უნდა გააანალიზოთ, როგორ ხედავთ პარტნიორზე დამოკიდებულებას, რას უწოდებთ გრძელვადიან, სტაბილურ ურთიერთობას და რატომ გეშინიათ ასეთი ურთიერთობის. ძალიან დიდი შანსია, რომ თქვენ დიდი ხანია გაქვთ სერიოზული, მყარი ურთიერთობა, თუმცა გეშინიათ დაარქვათ თავისი სახელი.

თუ ფიქრობთ, რომ საკმარისად კარგი არ ხართ...

სამწუხაროდ, ბავშვობისდროინდელი უარყოფა ადამიანზე ცხოვრების ბოლომდე ტოვებს კვალს. თუმცა ამ მიზეზის აღმოჩენა ხშირად იოლი სულაც არ არის. სინამდვილეში კი, თუ თავს საკმარისად კარგად არ გრძნობთ, გაწუხებთ ფიქრები, რომ არაფერი ხართ ან პრობლემა გაქვთ, მაშინ პირდაპირ გაიხსენეთ, როგორი მშობლები გყავდათ.

3 პრობლემა პარტნიორთან ურთიერთობაში, რომლებიც ბავშვობიდან მოდის

ასეთი პრობლემები ძირითადად ისეთ ადამიანებს აწუხებთ, ვისაც მშობლები ზედმეტად მკაცრად ექცეოდნენ და არ უსმენდნენ ბავშვის სურვილებს. შვილისგან ყოველთვის მაქსიმალურს მოითხოვდნენ და მცირე წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი ბავშვს ემოციურად ჩაგრავდნენ.

ამ პრობლემის დასაძლევად სასურველია თერაპია, რადგან საჭიროა მთლიანად შეიცვალოს პერსპექტივა, როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს.