ჯანმრთელობა

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

იმ საკვებზე, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარ უამრავი „ფაქტი“ არსებობს, რომელიც უბრალოდ მითია. თუმცა ამაზე, ნამდვილად არავის გვიფიქრია.

8 ყველაზე გავრცელებული მითი საკვებზე, რომლისაც ყველას გვჯერა:

1. 5 წამის პრინციპი

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

წარმოიდგინე, საკვები ხელიდან დაგივარდა და იატაკზე მოადინა ტყაპანი. შენ მშვიდად დაიხარე, აიღე და ჭამა გააგრძელე, რადგან 5 წამზე მეტი არ გასულა. ე.ი. ბაქტერიებმა ვერ მოასწრეს საკვებზე გადასვლა. თუმცა სინამდვილეში, ეს მხოლოდ მითია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბაქტერიის ერთი ზედაპირიდან მეორე ზედაპირზე გავრცელებას 1 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.

2. თაფლი არ ფუჭდება

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

თუ თაფლის ქილა აღმოაჩინე, რომელიც წლებია თაროზეა შემოდებული, შეგიძლია აუღელვებლად მიირთვა. დროთა განმავლობაში მხოლოდ გემოს და არომატს იცვლის. დაიმახსოვრე, რომ თაფლს ვადა არ გასდის. უფრო მეტიც, თუ ჰერმეტულად შეინახავთ ქილაში, საუკუნეებიც კი გაძლებს. მაგრამ ასეთ თაფლს, თაფლის გემო და სურნელი უბრალოდ არ ექნება.

3. საკვების ვარგისიანობას თვალით „გაზომავ“

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ საკვებზე დაკვირვება ან დასუნვა საკმარისია მისი ვარგისიანობის გასაგებად. თუმცა არავითარ შემთხვევაში! საშიში ბაქტერიები, მაგალითად სალმონელა თვალისთვის და ცხვირისთვის უხილავია.

4. კარტოფილი ფრი ფრანგული საჭმელია

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

სინამდვილეში ამ ყველასთვის საყვარელი საჭმლის ფესვები ბელგიიდან მოდის და არა საფრანგეთიდან.

5. საღეჭ რეზინს 7 წელი ვერ გადაამუშავებ

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

ბავშვობაში ალბათ ხშირად გეუბნებოდნენ, რომ თუ საღეჭ რეზინს გადაყლაპავდი, მუცელში 7 წელი „გაიჭედებოდა“. სინამდვილეში, ორგანიზმი ზუსტად ისევე გადაამუშავებს საღეჭ რეზინს, როგორც სხვა ნებისმიერ საკვებს.

6. თეთრი შოკოლადი შოკოლადია

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

ტექნიკურად შეუძლებელია თეთრი შოკოლადი შოკოლადი იყოს. ის შეიცავს შაქარს, რძის პროდუქტებს, ვანილს და კაკაოს კარაქს, თუმცა არა შოკოლადს.

7. ყავა ხელს უშლის ორგანიზმის გაზრდას

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

თუ თინეიჯერობაში გაშინებდნენ, ყავას ნუ სვამ ვერ გაიზრდებიო, სინამდვილეში გატყუებდნენ. შესაძლოა ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითია, მაგრამ ყავა ორგანიზმის ზრდას არ აფერხებს.

8. მუცელში საზამთრო გაგეზრდება

8 მითი საკვებზე, რომლებისაც დღემდე ყველას გვჯერა

თუ საზამთროს კურკას, ანუ საზამთროს თესლს გადაყლაპავ, მუცელში ხილი ნამდვილად არ გაგეზრდება.



<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>