LIFE

იცით, რატომ აყენებენ წყვილები საერთო პროფილის ფოტოებს სოციალურ ქსელში?

იცით, რატომ აყენებენ წყვილები საერთო პროფილის ფოტოებს სოციალურ ქსელში?

დაკვირვებიხარ რამდენს შენს Facebook მეგობარს უდევს მთავარ სურათად ფოტო პარტნიორთან? სავარაუდოდ დიახ. შესაძლოა შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ. თუმცა ისევე, როგორც თითქმის ყველაფერს სამყაროში, პროფილის ფოტოებსაც თავისი ახსნა აქვს.

სოციალური ფსიქოლოგების ჯგუფმა, რომლებიც იკვლევენ როგორ იქცევიან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების ფეისბუქსა და სხვა სოციალურ ქსელებში (დიახ, ამ საკითხებსაც იკვლევენ!), შემოგვთავაზა მეტად საინტერესო ანალიზი.

იცით, რატომ აყენებენ წყვილები საერთო პროფილის ფოტოებს სოციალურ ქსელში?

Facebook პროფილის ფოტოს არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ამ ფორმით, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს ერთი შეხედვით ეუბნები ვინ ხარ შენ და რას წარმოადგენ. ხოლო ის ვინც პარტნიორთან ერთად გადაღებულ ფოტოს ტვირთავს პროფილზე, დიდი ალბათობით სოციალურ ქსელში ურთიერთობის სტატუსსაც უთითებს და პარტნიორსაც ნიშნავს.

 
ვინ დებს საერთო ფოტოს?

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, საერთო ფოტოს დადებას რამდენიმე ახსნა აქვს.

ალბათ ყველაზე გავრცელებული კატეგორია ის ადამიანები არიან, ვინც უბრალოდ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია ურთიერთობაში და სურს ეს ბედნიერება სხვებსაც ამცნოს.

იცით, რატომ აყენებენ წყვილები საერთო პროფილის ფოტოებს სოციალურ ქსელში?

თუმცა, არსებობენ ადამიანები, ვინც ურთიერთობაში მიჯაჭვულობის სტილით გამოირჩევიან. ისინი გამუდმებით შიშობენ, რომ მიატოვებენ, ამიტომ საერთო ფოტოთი მყარი ურთიერთობის იმიჯს ქმნიან.


რატომ დებენ საერთო ფოტოებს?

ის ადამიანები, ვინც მყარ ურთიერთობაში არიან, პარტნიორს საკუთარი თავის ნაწილად ხედავენ. რაც ძალიან ბუნებრივი ამბავია. შესაბამისად, მათ აღქმაში, პროფილის ფოტოზე მხოლოდ ერთი ადამიანი, „ჩვენ“ არის გამოსახული.

იცით, რატომ აყენებენ წყვილები საერთო პროფილის ფოტოებს სოციალურ ქსელში?

მაგრამ საინტერესო მიზეზი, რა თქმა უნდა, უმცირესობაში იმალება. ადამიანების დიდი ნაწილი ამ ფორმით, ცდილობს ურთიერთობა „დაიცვას“ სხვებისგან, იმ ფეისბუქის პროფილებისგან, რომლებიც პოტენციურად დაინტერესდებოდნენ მისი ან მისი პარტნიორის პიროვნებით. მშვენიერი გზაა საყვარელი ადამიანის მოტაცების ასარიდებლად, მაგრამ საკითხავია, რამდენად მუშაობს.

არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომლებსაც საერთო ფოტოს პროფილზე ატვირთვა თვითშეფასებას უმაღლებს. უფრო კონკრეტულად კი ისინი თავდაჯერებულები არიან იმ ფაქტით, რომ სხვებმა იციან, მათი ურთიერთობის ამბავი ან შესაძლოა, იმ ფაქტით, რომ მათ გვერდით კონკრეტულად ეს პიროვნებაა.