შესაძლოა ზედმეტად თამამი რჩევა გეგონოთ, რომ ამ ზაფხულს ეს კაბა აუცილებლად უნდა შეიძინოთ, მაგრამ თუ სელებრითებს დავუჯერებთ, სულ მალე Cult Gaia-ს ეს მოდელი „სეზონის კაბის“ ტიტულს მოიპოვებს.
თხელი ნაქსოვი ნაჭერი, წელზე მომდგარი სილუეტი და ამოჭრილი დეტალები - ესაა რაც მსგავსი კაბის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინთ. კომფორტული და ნეიტრალური, სასურველია უპირატესობა რძისფერსა და ყავისფერს მიანიჭოთ.
თავდაპირველად კაბა ქენდის სვეინპულმა მოირგო წითელ ხალიჩაზე. ჯერ კიდევ კორონამდელ ეპოქაში. სულ ცოტა ხნის წინ, სუპერმოდელმა რომი სთრიდმა სწორედ ამ მოდელით ამოცნო საზოგადოებას ორსულობის შესახებ.
ტრენდს არც როზი ჰანთინგთონ უაითლი ჩამორჩა და მანაც მოირგო Cult Gaia-ს დიზაინი. ამ ეტაპისთვის, ეს მოდელი „ზაფხულის კაბის“ ტიტულს ნამდვილად იმსახურებს.
სხვათაშორის, მართალია ამ ზაფხულს უმჯობესია სახლში დავრჩეთ, მაგრამ გული არ დაგწყდეთ - კაბა იმდენად მოსახერხებელია, შინაც კომფორტულად იგრძნობთ თავს.
თემები: რჩევები ქალებს, კაბა, ტრენდული ნივთი, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>