წითელი ტუჩსაცხი იმ ერთ-ერთ პროდუქტთაგანია, რომელსაც შეუძლია მთელი ჩვენი ლუქი, წამის მეასედებში, შეცვალოს. ეს ფერი - ელეგანტურობის, ძალაუფლების, მომხიბვლელობის სიმბოლოა.
მაკიაჟის სხვა ნივთებისგან განსხვავებით, წითელი ტუჩსაცხი გამოყენების თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ის წარმატებით შეგიძლია მოუხდინო როგორც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ლუქს, ასევე დღესასწაულებსა თუ წვეულებებს.
არასდროს დაგავიწყდეს, რომ ადგილსა და სივრცეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ზუსტად შეარჩიო შენი ფერი და დარწმუნებული იყო, რომ ის ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს:
1. ტუჩსაცხის ფერი, აუცილებლად, კანის ფერის მიხედვით შეარჩიე
2. სხვადასხვა ტონალობის წითელი ტუჩსაცხის ნაზავით, შესაძლოა, იდეალური ფერი მიიღოთ.
3. მოერიდეთ მბზინავ, პრიალა ტუჩებს
4. სასწრაფოდ მოაშორეთ აქერცლილი და მკვდარი კანი თქვენს ტუჩებს
5. ჯერ ტუჩის კონტური გაიკეთეთ, შემდგომ - დაიტანეთ პომადა მთლიან ტუჩზე.
6. ტუჩსაცხი ტუჩის პუნჯით წაისვით და კარგად გადაინაწილეთ
7. ზღვარგადასული არაფერი ვარგა! არ დაგავიწყდეთ პომადის ზედმეტი ფენისა თუ ფერის მოშორება.
8. წითელ ტუჩსაცხთან ერთად თვალის ჩრდილები და ლაინერი სრულიად ზედმეტია!
9. ეცადეთ ტუჩისა და ფრჩხილების ფერი ერთმანეთს ემთხვეოდეს. დაგვიჯერეთ, ეს ყოველთვის მუშაობს.
10. აირჩიე ლუქი, რომელიც მთელს აქცენტს შენს სახეზე გადმოიტანს.
თემები: მაკიაჟი, ქალი, სილამაზე ყველა ასაკში, კოსმეტიკა, რჩევები, წითელი, ტუჩები, ტუჩსაცხი
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია