LIFE

ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური

თუ ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე არ ცხოვრობთ, ეს იდეა სწორედ თქვენთვისაა. COVID-19-ის უსაფრთხოების რეკომენდაციების გამო, შეგიძლიათ ზღვის სანაპირო საკუთარ ეზოში მოაწყოთ.

ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური

ესპანური კომპანია Piscinas de Arena NaturSand მომხმარებელს ქვიშის აუზებს სთავაზობს, რომლებიც მაქსიმალურად ახლოსაა რეალური სანაპიროს ვიზუალთან. იმ ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს აუზი, შეუძლიათ კომპანიას მიმართონ და ეზოში ხმელთაშუა ზღვისპირა ზღაპრული სანაპირო მოიწყონ.

ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური
ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური

ქვიშის აუზები სპეციალურად კონცენტრირებული ქვიშითაა შექმილი, რომელზეც ასრიალება შეუძლებელია. თუ ამინდები ხელს შეგიწყობთ, მხოლოდ 30 დღეა საჭირო ამ სამოთხის ასაშენებლად.

ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური
ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური
ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური

მართალია კომპანია ესპანეთში ოპერირებს, თუმცა აუზებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშენებს. პორტფოლიოში თქვენ ნახავთ 800-ზე მეტ აუზს, მსოფლიოს 14 ქვეყანაში - აშშ; მექსიკა, ბოლივია, ჩილე, კოლუმბია და ბრაზილია იმ ქვეყნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, სადაც ახალმა აუზებმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.

ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური
ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური

შესაძლებელია, ქვიშის აუზები განსხვავებული ფორმის, ზომის, სიღრმის და დიზაინის შეუკვეთოთ. რადგან ის ნამდვილი ზღვის ვიზუალს მაქსიმალურად იმეორებს, კიბე საჭირო სულაც არაა - აუზი მიწის დონიდან იწყება და ნელ-ნელა ღრმავდება.

ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური
ქვიშიანი სანაპირო საკუთარ ეზოში - ზღაპრულია, თუმცა რეალური

<a href="https://www.boredpanda.com/">https://www.boredpanda.com/</a>