LIFE

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

ყოფილ შეყვარებულთან შერიგება სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, თუმცა ხანდახან დიდი შეცდმის ტოლფასია. და თუ გული მაინც გეუბნება, რომ ერთი შანსი კიდევ უნდა მისცე, ჩვენი 6 რჩევა გაითვალისწინე:

6. გამოიჩინე სიდინჯე

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ადრეც გქონდათ და მიგაჩნია, რომ კარგად იცნობ, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებ: სასურველია, ვიდრე საცხოვრებლად ერთად გადახვალთ, ჯერ ერთმანეთს მიეჩვიოთ.

5. ნუ აღიქვამ ამ ურთიერთობას, როგორც ახალს

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

შეიძლება ფასეულობები გადააფასა და განშორების შემდეგ შენთან ურთიერთობისას დაშვებული ბევრი შეცდომა გააანალიზა, მაგრამ ის ხომ იგივე ადამიანია, რომელსაც ადრე იცნობდი. არავითარ შემთხვევაში არ დააიგნორო წარსული — ამაზე ღიად ისაუბრეთ და ეცადეთ, გადაწყვიტოთ, რატომ განვითარდა მოვლენები თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ.

4. გაუმხილეთ ერთმანეთს დაშორების პერიოდის ამბები

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გული გეტკინოს, აუცილებლად ჰკითხე, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, სანამ ნაჩხუბრები იყავით — მაგალითად, ჰქონდა თუ არა შემთხვევითი სექსი. თუ ამ კითხვაზე დადებითად გიპასუხებს, ეცადე გაიგო — ვისთან. ასევე, გაარკვიე, ხვდებოდა თუ არა ვინმეს. ეს შენც გეხება: მოგიწევს თავადაც გაამხილო, რას აკეთებდი.

3. რატომ გსურთ შერიგება?

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

თუ მასთან დაბრუნება მხოლოდ იმიტომ გინდა, რომ თავი მოულოდნელად მარტოსულად იგრძენი, დაივიწყე! მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ მაშინ უნდა გადადგა, როდესაც ერთად ყოფნის შესახებ ორივეს ობიექტური არგუმენტები მოგეპოვებათ.

2. მოაგვარე ძველი პრობლემები

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

თუ იმის გამო დაშორდით, რომ ყოფილ შეყვარებულთან მეგობრობდა და ეს შენ ძალიან არ მოგწონდა, აუცილებლად უნდა დაელაპარაკო, ისევ მეგობრობს თუ არა მასთან. დადებითი პასუხის შემთხვევაში 2 გზა გრჩება: ან ამ ფაქტს უნდა შეეგუო, ან — სამუდამოდ დაემშვიდობო.

1. იცოდე, რაზე მიდიხარ

6 წესი ყოფილ შეყვარებულთან დაბრუნებისას

შეიძლება ოდნავ შეიცვალა, მაგრამ პიროვნებას ხომ ვერ გადააკეთებ! ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა ახლაც ისეთივე იქნება, როგორიც პირველ ჯერზე იყო. მზად ხარ ამისთვის?

თუ ჩვენს წესებს გადახედე და მიუხედავად ყველაფრისა, მასთან დაბრუნება მაინც გინდა, წარმატებებს გისურვებთ!



<a href="http://love.allwomenstalk.com/rules-to-follow-when-getting-back-with-an-ex">http://love.allwomenstalk.com</a>