1. მნიშვნელოვანი რამეები, რაზეც აზრი შეიცვალე
სამსახური, რომელზეც ფიქრობდი, რომ არასოდეს წამოხვიდოდი; ადამიანი, რომელზეც ფიქრობდი, რომ არასოდეს მიატოვებდი. სამომავლო გეგმები; რომლებიც ვერასოდეს განხორციელდა, რადგან ცხოვრებამ სხვა გზით წაგიყვანა...
საკუთარ თავს უნდა აპატიო, ნებისმიერი რამ, რაზეც აზრი შეიცვალე. რადგან ეს გაზრდისა და განვითარების ნაწილია. უბრალოდ მიეცი თავს უფლება, გადაიფიქრო ის, რაც შენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გეგონა.
2. გზა, რომლითაც ტკივილს ებრძოდი
სისულელეები, რომელებიც ტკივილის დასაფარად გააკეთე მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოხატულებაა. თითოეული ადამიანი განსხვავებულად ებრძვის ტკივილს და ეს სულაც არ გაქცევს ცუდ ადამიანად. ტკივილის შემდეგ უფრო ძლიერი ადამიანი ხარ, ყველაზე მთავარია, რომ ცხოვრებაში დასაბრუნებელი გზა იპოვე.
3. ადამიანი, რომელიც ვერასოდეს შეგიყვარებს
ადამიანი, რომლის სიტყვებიც ვერასოდეს შეავსებენ შენს სულს, რომლის სიყვარულიც იცოდი, არ გაამართლებდა. მაგრამ გიყვარდა, მთელი შენი გულით და ცდილობდი, რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო შენს გვერდით. საბოლოოდ კი მოგიწია შენი ცხოვრებიდან გაგეშვა. ვერავის აიძულებ უყვარდე, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს შენი სიყვარული. გაუშვი ეს ადამიანი შენი გონებიდან და აპატიე საკუთარ თავს მისთვის დახარჯული ემოციები.
4. ის, ვინც არასოდეს გახდები
სხეული, რომელიც არასოდეს გექნება, ცოდნა; რომელსაც ვერასოდეს დააგროვებ; სიმამაცე, რომელსაც ვერასოდეს მოიპოვებ და შრომა, რომელსაც ვერასოდეს მიუძღვნი რამეს. შესაძლებელია, არასოდეს იყო საკმარისად მამაცი, საკმარისად ჭკვიანი ან საკმარისად ძლიერი და ვერასოდეს მოერგო სხვა ადამიანის იდეალს. მაგრამ, ეს არც არაფერში გჭირდება. შენ იდეალური ხარ, ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ, სხვა ადამიანის შეფასებების გარეშე. აპატიე საკუთარ თავს, რომ ყველასთვის საკმარისი ვერ იქნება. მაგრამ შენი თავისთვის, შენ ყველაფერი ხარ.
5. მთელი ცხოვრება როგორ ექცეოდი საკუთარ თავს
თითოეული ტყუილი, რომელიც საკუთარ თავს უთხარი, თუ რატომ ვერ შეძლებდი მიზნის მიღწევას. თითოეული „მე საკმარისად კარგი არ ვარ“, რის გამოც არ გადადგი ნაბიჯი საკუთარი ოცნებისკენ.
შენ უნდა აპატიო შენს თავს, რომ მთელი ეს წლები, საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი არ იყავი, რომ არ გქონდა თავდაჯერება და მოტივაცია. აპატიე და შეიყვარე შენი თავი, ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ და ზუსტად იქ, სადაც ახლა ხარ!
თემები: ურთიერთობა, რჩევები, პატიება, შეცდომები
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია