7 ფსიქოლოგიური მიზეზი, თუ რატომაა ზოგიერთი ადამიანი ძალიან მიმზიდველი
- 29.06.2020
თვალის გუგები
თვალის გუგების ზომა ემოციების შესაბამისად იცვლება. როდესაც ადამიანი ბედნიერია, მისი თვალის გუგები ფართოვდება. კვლევების მიხედვით, ადამიანებს განსაკუთრებით იზიდავთ ფართო გუგის მქონე ადამიანები. რადგან ეს მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანს ნამდვილად მოვწონვართ.
წელი
წელისა და თეძოების პროპორციას, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. კვლევების მიხედვით, რაც უფრო მეტადაა წელი გამოკვეთილი, მამაკაცებს მით უფრო მოსწონთ ქალი.
სახის სიმეტრია
ადამიანის ვიზუალური რეცეპტორებისთვის, სიმეტრიული სახის აღქმა გაცილებით ადვილია. ალბათ ამიტომ, სიმეტრიული სახის ნაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველად გვეჩვენება.
მსგავსება
დიახ, ის ადამიანები უფრო მოგვწონს, ვისაც ჩვენი გარეგნობის მახასიათებლები აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი სახე ძალიან მისაღები და ჩვეულია, შესაბამისად, სხვებშიც გარეგნობის იგივე მახასიათებლები იზიდავს.
ხმის ტემბრი
კველევის თანახმად, მამაკაცის დაბალი ხმის ტემბრი მეტადაა ზრდასრულობასთან ასოცირებული. სწორედ ამიტომ, ეს უფრო მიმზიდველად გვეჩვენება.
სურნელი
ქალის ბუნებრივი სურნელი მის რეპროდუქციულ ჰორმონებზეა დამოკიდებული. კვლევის თანახმად, მამაკაცებს ის ქალები უფრო მოსწონთ, ვისაც ოვულაციის პერიოდი აქვს. ევოლუციურად ეს ძალიან მარტივად აიხსნება - ოვულაცია ციკლის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია, რაც მამაკაცებს განსაკუთრებით იზიდავთ.
გემო
კოცნის დროს მრავალი ბაქტერია გადაეცემა მეორე ადამიანს. ბაქტერიებისგან მიღებული გემო კი გვაძლევს შესანიშნავ ინდიკატორს - ვართ თუ არა შესაფერისი კონკრეტული ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ, გემო გვაჩვენებს, გვიზიდავს თუ არა ეს ადამიანი.
თემები: ფსიქოლოგია, თავდაჯერებულობა, მიმზიდველობა, გარეგნობა, ადამიანი, თვალები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>