ჯანსაღი ცხოვრების წესი არასოდეს ყოფილა ასეთი პოპულარული. ხორცზე და ნახშირწყლებზე უარის თქმა, ბოსტნეულისა და სხვა ჯანსაღი საკვების მიღება - ეს თანამედროვე ტრენდია.
ხშირად გადააწყდებით ტრადიციული საკვების ახალ, მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელიც ჯანსაღი კვების საბაზისო პრინციპებით მზადდება. გაეცანით ჯანსაღი გუაკამოლეს რეცეპტს, რომლის მომზადებაც მხოლოდ 4 ინგრედიენტითაა შესაძლებელი.
გუაკამოლე ტრადიციული მექსიკური სოუსია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული.
ინგრედიენტები:
2 ცალი საშუალო ზომის ავოკადო, თხლად დაჭრილი
1 ცალი გამოწურული ლიმონი
¼ თავი ხახვი, წვრილად დაჭრილი
2 კონა ქინძი, წვრილად დაჭრილი
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
ერთად მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი. ჩანგლის გამოყენებით, სასურველი ტექსტურის მიღებამდე, დაჭყლიტეთ ავოკადო. დაამატეთი მარილი და წიწაკა გემოვნებით. მიირთვით გახუხულ/ახალგამომცხვარ პურთან, ჯანსაღ ჩიფსებთან ან ბოსტნეულთან ერთად.
თემები: ჯანსაღი კვება, კულინარია, გემრიელი, დესერტი, სამზარეულო, გუაკამოლე
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია